|
2018-02-21 21:11:03, 1817 ნახვა
საზოგადოება
დიმიტრი გულიას დაბადების დღისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა
აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრის ორგანიზებით, ცნობილი საზოგადო მოღვაწის, აფხაზური ლიტერატურისა და ისტორიოგრაფიის ფუძემდებლის დიმიტრი გულიას დაბადების დღისადმი მიძღვნილი საღამო „მეგობრობის მომღერალი - ივანე თარბა“ გაიმართა. საღამოზე ცენტრის ხელმძღვანელმა ირინა ქეცბამ წაიკითხა ივანე თარბას მიერ დიმიტრი გულიასადმი მიძღვნილი ლექსი „სკამი პოეტისა“. დიმიტრი გულიას შემოქმედებაზე სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა მარინა ტურავამ ისაუბრა. აფხაზეთის მე-2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მარიამ ჯობავამ და ანანო კუხალაშვილმა პოეტის ლექსები ქართულ და აფხაზურ ენებზე წაიკითხეს. ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველი პეტრე კანკავა და დევნილი საზოგადოება ესწრებოდნენ. დიმიტრი გულია 1874 წლის 21 თებერვალს გულრიფშის რაიონის სოფელ უარჩაში დაიბადა. დაამთავრა გორის საოსტატო სემინარია. 1924–1926 წლებში აფხაზურ ენას ასწავლიდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. დიდია დიმიტრი გულიას ღვაწლი აფხაზური ენისა და კულტურის განვითარებაში. მისი კულტურულ-საგანმანათლებლო და სამწერლო მოღვაწეობა ფართო და მრავალმხრივი იყო. 1892 წელს კ. მაჭავარიანთან ერთად რუსული გრაფიკის საფუძველზე შეადგინა აფხაზური ანბანი. დიმიტრი გულიამ აფხაზურ ენაზე თარგმნა შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი“, ილია ჭავჭავაძისა და აკაკი წერეთლის ლექსები. 1919–1920 წლებში გულია პირველი აფხაზური გაზეთის „აფსნის“ რედაქტორი იყო. 1921 წელს მან პირველი აფხაზური თეატრალური დასი ჩამოაყალიბა.
(NS)
ვენსი ტრამპის მემკვიდრეობისთვის ბრძოლას იწყებს: როგორ იყენებს ვიცე-პრეზიდენტი რესპუბლიკელების დამარცხებას - Axios
The Independent: რუბიომ შესაძლოა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანამდებობა დატოვოს, რათა 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა
Starshield-დან რუსულ ნავთობამდე: დემოკრატები ტრამპის ქმედებებზე კონგრესის გამოძიებას ამზადებენ
ზახაროვა ფარცხალაძის ფონდზე: გვჯერა, წვლილს შეიტანს რუსეთ-საქართველოს კავშირის ზრდაში
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)