01:52 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-21 17:23:59, 1374 ნახვა

კომენტარი
ინაშვილი ენმ-ს: თქვენ დროს საზმაუ დუმდა, იყო ბრმა და ყრუ

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ირმა ინაშვილმა "ნაციიონალური მოძრაობის" ყოფილი და მოქმედი წევრები "მაუწყებლობის შესახებ" კანონის განხილვის პროცესში გააკრიტიკა.

ინაშვილის თქმით, "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის დროს საზოგადოებრივი მაუწყებელი "ყრუ და ბრმა" იყო. მან უმცირესობის დეპუტატებს მედია ზონდერები უწოდა.

"კანონპროექტის ავტორები სხვადასხვა მედია წარმომადგენლებს აფასებდით და ამბობდით, რომ ისინი საზოგადოებრივი მაუწყებლის წინააღმდეგ ბრძოლას ატარებენ. იქნებ პროფესიით ჟურნალისტები მალე სახელმწიფოს მტრებად გამოგვაცხადოთ?! ეს ის გზაა, რომელზეც თავის დროზე მიხეილ სააკაშვილი იდგა. სააკაშვილის პარტიის წევრები მედიის თავისუფლებაზე დიდი ენთუზიაზმით საუბრობენ. თქვენი დასაცავი მედია საქართველოს არ ჰყავს. არ სჭირდება მედიას თქვენი დაცვა, იმიტომ, რომ მედია ზონდერები სხედხართ აქ პარლამენტში "ნაციონალური მოძრაობიდან", ორივე ფრთას ვგულისხმობ. მე, რომ თქვენ ადგილზე ვიყო გავწითლდებოდა და გავჩუმდებოდი. მაგრამ თქვენ ამდენი სინდისიც არ გყოფნით. საზმაუს მოდელი უნდა შენარჩუნდეს და განვითარდეს. მაგრამ ჩვენ ძირითადად ვლაპარაკობთ ფულზე, დაფინანსებაზე და არ ვლაპარაკობთ პრიორიტეტებზე და კონცეფციაზე. ასევე არც იმაზე ვსაუბრობთ თუ რას უნდა სთავაზობდეს ხალხს საზოგადოებრივი მაუწყებელი. სრულიად აცდენილი იყო საზოგადოებრივი მაუწყებელი ხალხის, სახელმწიფოს, სამშობლოს ინტერესს თქვენი მმართველობის დროს. 26 მაისი იყო, 7 ნოემბერი იყო - ეს ტელევიზია დუმდა, იყო ბრმა და ყრუ. დღეს ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ საზმაუ არ დარჩეს სიბრმავესა და სიყრუეში", - მიმართა ირმა ინაშვილმა "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილ და მოქმედ წევრებს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ოპოზიციის ალიანსი მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს ემიჯნება და მას კონფრონტაციულს უწოდებს
სუს-ი აღიარებს, რომ რუსეთი საქართველოს ტერიტორიების ანექსიას აწყობს
ბერ ნიკოლოზ (ნარიმან) მაქარაშვილს 23 აპრილს ჯიქიას სასაფლაოზე დაკრძალავენ
რუსეთმა ბიუჯეტის დეფიციტის დასაფინანსებლად 22 ტონა ოქრო გაყიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics