01:53 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-21 17:22:11, 1451 ნახვა

კომენტარი
სამადაშვილი ოდიშარიას: თუ ბიბლიურ ურჩხულს გულისხმობთ, მოხარული ვარ, რომ რომან გოცირიძე ასეთ ძლევამოსილ ოპონენტად მიგაჩნიათ

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის სალომე სამადაშვილის განცხადებით, „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებების ამ სახით მიღების შემთხვევაში, საქართველოში მედიაპლურალიზმს საფრთხე შეექმნება.

სამადაშვილის შეფასებით, ქვეყანა შევა ჩიხშია, საიდან გამოსასვლელადაც დიდი დრო დასჭირდება.

„მინდა, გამოვეხმაურო ბატონი ოდიშარიას შეფასებებს, როდესაც ჩვენი ფრაქციის თავმჯდომარეს ლევიათანად მოიხსენიებს.მაინტერესებს, ვის გულისხმობს ბატონი ბექა, თუ გულისხმობს ბიბლიურ ურჩხულს, მოხარული ვარ, რომ ასე ძლევამოსილ ოპონენტად მიაჩნია ბატონი რომანი. თუ გულისხმობს ტომას ჰობსის ცნობილ პოლიტიკურ ტექსტს ლევიათანს, ეტყობა წაკითხული აქვს და შესაბამისად გამოვიყენებ სწორედ ამ ტექსტს იმისთვის, რომ ავხსნა, რას ვაკეთებთ დღეს ჩვენ აქ, როდესაც თქვენ ცდილობთ, რომ ფაქტობრივად დაძლიოთ პრეზიდენტის მიერ შემოთავაზებული მოტივირებული შენიშვნები. ნებისმიერ დემოკრატიულ სახელმწიფოში იმისთვის, რომ სახელმწიფომ ლეგიტიმურად განახორციელოს ძალაუფლება, მათ შორის გადასახადების გადნაწილების სახით, მისთვის მას სჭირდება სწორედ სოციალური კონტრაქტი საზოგადოებასთან. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ საზოგადოებრივ ტელევიზიაზე, რომელსაც ხალხის ჯიბიდან ამოღებული ფულით ვაფინანსებთ 50 მილიონით, თუ  მეტით წელიწადში, ის, რომ საზოგადოებას არ მიაჩნია, რომ ეს ფული სწორად ნაწილდება, არის უკვე გაცხადებული იმით, რომ ამ ტელევიზიას სამწუხაროდ მაყურებელი არ ჰყავს. ჩემთვის გაუგებარია, რა მოტივაციას ვუქმნით ტელევიზიას, რომელსაც მაყურებელი არ ჰყავს, სრული და კარგი დაფინანსების პირობებშიც კი იმისთვის, რომ გააუმჯობესოს საკუთარი ხარისხი მაუწყებლობის, როდესაც დამატებითი შემოსავლის წყაროებს ვუჩენთ სხვა დამოუკიდებელი ტელევიზიების ხარჯზე. ბატონო ბექა, ვფიქრობ, თქვენ როდესაც ლევიათანზე საუბრობდით, ალბათ,  არც ტომას ჰობსი გაგხსენებიათ და არც ბიბლია, შეიძლება ანდრეი ზვიაგინცევის ცნობილი ფილმი გაქვთ ნანახი და გახსოვთ საზოგადეობა. უსამართლო საზოგადოება, რომელსაც ადამიანი უპირისპირდება ამ ფილმში და დიახ, სწორედ ასეთი საზოგადოების შექმნას უჭერთ თქვენ მხარს ამ პარლამენტში, როდესაც მორიგ  ჯერზე ილაშქრებთ დამოუკიდებელი მასმედიის წინააღმდეგ“,-აღნიშნა სალომე სამადაშვილმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ოპოზიციის ალიანსი მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს ემიჯნება და მას კონფრონტაციულს უწოდებს
სუს-ი აღიარებს, რომ რუსეთი საქართველოს ტერიტორიების ანექსიას აწყობს
ბერ ნიკოლოზ (ნარიმან) მაქარაშვილს 23 აპრილს ჯიქიას სასაფლაოზე დაკრძალავენ
რუსეთმა ბიუჯეტის დეფიციტის დასაფინანსებლად 22 ტონა ოქრო გაყიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics