|
2018-02-21 15:46:24, 1371 ნახვა
კომენტარი
ნაცვლიშვილი: საზმაუმ უნდა გააშუქოს არაპოპულარული თემები, საკითხები, რომლებიც „მეინსტრიმში“ ვერ ხვდება
პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის საზომი რეიტინგი არ უნდა იყოს. როგორც მან პარლამენტში „მაუწყებლობის შესახებ“ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს განხილვისას აღნიშნა, საზოგადოებრივი მაუწყებელი შეიქმნა და ფინანსდება მხოლოდ იმიტომ, რომ გააშუქოს თემები, რომლებიც კომერციული ტელევიზიების ინტერესებში ვერ ხვდება: „საზოგადოებრივი მაუწყებლის უპირველესი საზრუნავი არ უნდა იყოს მისი რეიტინგი და ამითაც განსხვავდება ის არსებითად კომერციული ტელევიზიებისგან. საზოგადოებრივი მაუყებელი რეიტინგზე არ უნდა ზრუნავდეს და იმაზე, ის იყოს რაც შეიძლება ბევრი ადამიანისთვის მოსაწონი. პირიქით, საზოგადოებრივი მაუწყებელი შეიქმნა და ფინანსდება მხოლოდ იმიტომ, რომ თემები, რომლებიც ვერ ხვდება ობიექტური და გასაგები მიზეზების გამო, კომერციული ტელევიზიების ინტერესებში, ეს თემები გააშუქოს სიღრმისეულად საზოგადოებრივმა მაუწყებლმა. გააშუქოს საკითხები, რომლებიც „მეინსტრიმში“ ვერ ხვდება, სიღრმისეულად გააჩუქოს უმცირესობების თემები, არაპოპულარული თემები, თემები, რომლებსაც საზოგადოებაში პირობითად ადევს კულტურული ტაბუ. ეს არ იქნება რეიტინგული, მაგრამ იქნება კრიტიკულად აუცილებელი იმისთვის, რომ საზოგადოება განვითარდეს და წავიდეს წინ.სწორედ ამისთვის იხდის საზოგადოება ფულს და არა იმისთვის, რომ ჩვენ გქვოდნეს ხალხის ფულით დაფინანსებული საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომელსაც ექნება კომერციული ტელევიზიების მსგავსი პრიორიტეტები“,-განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა. ცნობისთვის, პარლამენტში „მაუწყებლობების შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტოს განხილვა მიმდინარეობს.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)