|
2018-02-21 14:04:22, 1390 ნახვა
კომენტარი
სამადაშვილი: კრიმინალურმა სიტუაციამ გლობალური გამოწვევის სახე მიიღო - შს მინისტრი ვალდებულია, სხდომაზე გამოცხადდეს
„კრიმინალურმა სიტუაციამ, რომელიც ამ ქვეყანაშია შექმნილი, უკვე გლობალური გამოწვევის სახე მიიღო და საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების მომავალს უქმნის პრობლემას“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. სამადაშვილმა შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას ფრაქციის სხდომაზე მისვლისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა და აღნიშნა, რომ ეს გადაუდებელ აუცილებლობას წარმოადგენს. „მას შემდეგ რაც ჩვენ ამ კვირაში მოვისმინეთ რამდენიმე შესაბამისი უწყების წარმომადგენელი, ჩვენ გვაქვს განცდა, რომ გადაუდებელ აუცილებლობას წარმოადგენს, ქვეყნის პარლამენტში უახლოეს დღეებში ჩვენი ფრაქციის სხდომაზე მოვუსმინოთ შინაგან საქმეთა მინისტრს. მე მინდა შევახსენო კოლეგებს, რომლებიც აცხადებენ, რომ შს მინისტრის გადასაწყვეტია მოვა თუ არა ფრაქციასთან შეხვედრაზე, საქართველოს რეგლამენტის 94-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, მინისტრი ვალდებულია გამოცხადდეს. მას ვიბარებთ იმიტომ, რომ ჩვენ ვერ მოგცემთ შესაძლებლობას, გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე დავდგათ რაღაც სპექტაკლები, სადაც ვითამშებთ როლს, რომ ვახორციელებთ ზედამხედველობის ფუნქციას ხელისუფლებაზე და რეალურად არ გვქონდეს შესაძლებლობა მივიღოთ პასუხი ყველა შეკითხვაზე. დღეს კიდევ ერთხელ მივმართავ ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრს და შევახსენებ, რომ ველოდებით ფრაქციასთან შეხვედრაზე, სადაც მას მოუწევს გასცეს შეკითხვებს პასუხი იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ აპირებს ის გაუმკლავდეს ქვეყანაში შექმნილ ვითარებას. აპირებს თუ არა ის რომ წინამორბედივით გვესაუბროს იმაზე, რომ დღეს ციხეში იმაზე ბევრად ნაკლები ადამიანი ზის, ვიდრე რამდენიმე წლის წინ, თუ აპირებს აღიაროს, რომ კრიმინალურმა სიტუაციამ, რომელიც ამ ქვეყანაში არის შექმნილი, უკვე გლობალური გამოწვევის სახე მიიღო და დღეს უკვე უქმნის პრობლემას საქართველოს და ევროკავშირის ურთიერთობების მომავალს. დავიღალეთ იმის მოსმენით, რომ ციხეში ცოტა ხალხი ზის, ყველაზე ცოტა ხალხი ციხეში იჯდა ედუარდ შევარდნაის დროს, როდესაც ქვეყანა იყო გადაქცეული კრიმინალების სათარეშო ტერიტორიად“, - განაცხადა სამადაშვილმა.
სერბეთის საპარლამენტო არჩევნებში მმართველმა პარტიამ ისტორიული მარცხი განიცადა, ვუჩიჩმა სტუდენტებთან დამარცხება აღიარა
საქართველო ივანიშვილის გარეშე დიდი საპროტესტო აქცია თბილისში - ვიდეო
პრაღაში ათიათასობით ადამიანი საზოგადოებრივი მაუწყებლობის რეფორმის წინააღმდეგ საპროტესტო აქციას მართავს
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)