|
2018-02-20 16:56:16, 2067 ნახვა
პოლიტიკა
კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე დაზვერვის სამსახურის უფროსს მოუსმინეს
თავდაცვისა და უშიშროების, საგარეო ურთიერთობათა და დიასპორის და კავკასიის საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსმა, დავით სუჯაშვილმა საინფორმაციო ბრიფინგი გამართა. დაზვერვის სამსახურის საქმიანობის ანგარიში, დახურულ ფორმატში წარიმართა. ღონისძიების დასრულების შემდეგ, სამსახურის უფროსმა მედიასთან მცირე კომენტარი გააკეთა და საქართველოს მიმართ არსებულ საფრთხეებზე დასმულ კითხვას უპასუხა. „პარლამენტში საკმაოდ კონსტრუქციული შეხვედრა გაიმართა. დაზვერვის სამსახურმა წარმოადგინა საინფორმაციო ბრიფინგი, რომელიც მოიცავდა სამსახურის ხედვას საერთაშორისო სივრცეებში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია და როგორ ფიქრობთ, მთავარი საფრთხე საიდან მოდის?!", - განაცხადა დავით სუჯაშვილმა. საქართველოს დაზვერვის სამსახურის საინფორმაციო ბრიფინგი თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა შეაფასა. მისი განცხადებით, საპარლამენტო ზედამხედველობის განხორციელების მიზნით კომიტეტები სახელმწიფო სამსახურების საქმიანობას ეცნობიან და ეს პირველ რიგში, პარლამენტის წევრებს სჭირდებათ. „ჩვენ, დეპუტატებს, რომლებიც ვიღებთ გადაწყვეტილებებს, ამომწურავი ინფორმაცია გვჭირდება საგარეო საფრთხეებზე, რისკებზე, იმ პროცესებზე, რომლებიც განსაკუთრებით ჩვენს რეგიონში მიმდინარეობს. დაზვერვის სამსახურიდან დღეს მოვისმინეთ ზოგადი ინფორმაცია საგარეო საფრთხეებზე და რისკებზე. ჩვენ შემდგომში, იმ თემატიკიდან გამომდინარე რაც დეპუტატებს აინტერესებთ, გავაგრძელებთ უკვე კონკრეტულად თითოეული თემის ჩაშლას და სიღრმეებში გაანალიზებას საფრთხეებთან და რისკებთან მიმართებაში. ეს მნიშვნელოვანია, რათა საგარეო საფრთხეების განსაზღვრისას დეპუტატები სრულად იყვნენ ინფორმირებულნი. დაზვერვის სამსახური საკმაოდ ეფექტურად მუშაობს. ბევრი რეფორმა განხორციელდა ამ ბოლო პერიოდში და ჩვენ ამ შედეგებს ვიყენებთ და ვსარგებლობთ. ვფიქრობთ, რომ მომავალშიც მსგავსი შეხვედრები ინტენსიურად გაიმართება", - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა. საინფორმაციო ბრიფინგის დასრულების შემდეგ კომიტეტებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხებიც განიხილეს. დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტმა თავმჯდომარის მოადგილედ ემზარ კვიციანი აირჩია. თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა კი, უმრავლესობაში კვოტების გადანაწილების გამო, თავმჯდომარის მოადგილედ კობა კობალაძის კანდიდატურას მეორედ დაუჭირეს მხარი. თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი სამხედრო ძალების რეზერვის საკანონმდებლო პაკეტის მეორე მოსმენით გაგრძელდა. თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ნუკრი გელაშვილმა კომიტეტის წევრებს „სამხედრო ძალების რეზერვისა და სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ" კანონპროექტი და მისგან გამომდინარე კანონპროექტები მუხლობრივად გააცნო და იმ ცვლილებებზე ისაუბრა, რომლებიც საკითხის პირველი მოსმენის დროს, კომიტეტის მხრიდან იქნა დაყენებული. სხდომაზე გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით, კომიტეტმა კანონპროექტთა პაკეტის მეორე მოსმენით პლენარულ სხდომაზე გატანას, მხარი დაუჭირა.
კრიშტიანუ რონალდუმ ოფიციალურად დაასრულა სანაკრებო კარიერა
ევროპაში რამდენიმე საათში 16-მა თვითმფრინავმა ბომბის შესახებ შეტყობინება მიიღო
თიბისის ბიზნესნაკრები ინდივიდუალური მეწარმეებისთვის
ხაბეიშვილი ოცნებაზე -მკვლელობებში მათი პრემიერყოფილი ამხელს და ესენი ხმას როგორ იღებენ?! რიჟვაძეს ვინ ესროლა, ვინ კლავდა, ვინ დასაჯეს?
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)