00:19 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-20 14:50:46, 1538 ნახვა

კომენტარი
ირმა ინაშვილი: ოკუპანტი თურქეთიც არის და რუსეთიც

„რატომ მარტო რუსეთი, თურქეთი არ არის საფრთხე? ირანი არ არის საფრთხე?“,-ასე უპასუხა „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა  ირმა ინაშვილმა შეკითხვას - არის თუ არა რუსეთი საქართველოსთვის ერთ-ერთი მთავარი საფრთხე.

მისი თქმით,  საქართველოს ისეთი გეოპოლიტიკური მდებარეობა აქვს, რომ საფრთხეები არაერთი ქვეყნიდან შეიძლება მომდინარეობდეს.

„საქართველოს ტერიტორიების 33% თურქეთს აქვს ოკუპირებული, თურქეთი აჭარის რეგიონში ახორციელებს უკიდურესად სახიფათო პოლიტიკას“,-აღნიშნა ინაშვილმა.

შეკითხვას - ოკუპანტი რუსეთია, თუ თურქეთი, დეპუტატმა ასე უპასხუა: „ოკუპანტი თურქეთიც არის და რუსეთიც“.

აღნიშნული განცხადება ირმა ინაშვილმა პარლამენტში კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე სახელმწიფო დაზვერვის სამსახურის წარმომადგენლებთან შეხვედრის დაწყებამდე გააკეთა.

საპარლამენტო კონტროლის უზრუნველყოფის ფარგლებში, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი დახურულ ფორმატში,   სახელმწიფო დაზვერვის სამსახურის საქმიანობის შესახებ ინფორმაციას ეცნობიან.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ოპოზიციის ალიანსი მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს ემიჯნება და მას კონფრონტაციულს უწოდებს
სუს-ი აღიარებს, რომ რუსეთი საქართველოს ტერიტორიების ანექსიას აწყობს
ბერ ნიკოლოზ (ნარიმან) მაქარაშვილს 23 აპრილს ჯიქიას სასაფლაოზე დაკრძალავენ
რუსეთმა ბიუჯეტის დეფიციტის დასაფინანსებლად 22 ტონა ოქრო გაყიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics