06:33 - 22 Apr, 2026
|
2018-02-20 14:49:15, 2021 ნახვა
მსოფლიო
გიულენთან კავშირის ბრალდებით, თურქეთში კიდევ 170 ადამიანის დაკავების ორდერი გასცეს
სტამბოლის პოლიციამ 170 ადამიანის დაკავების ორდერი გასცა. ისინი ამერიკაში მცხოვრები თურქი მქადაგებლის, ფეთჰულა გიულენის ორგანიზაციასთან კავშირში არიან ეჭვმიტანილნი. Reuters-ის ინფორმაციით, ამ დროისთვის 22 ადამიანი დაკავებულია. ოპერაცია 38 პროვინციაში ერთდროულად მიმდინარეობს. თურქეთში, სამხედრო გადატრიალების მცდელობა 2016 წლის 16 ივლისს მოხდა, რომლის დროსაც 230-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, 2.1 ათასზე მეტი კი, დაშავდა. ხელისუფლების აზრით, ამის უკან სწორედ, გიულენი დგას. ამის შემდეგ, ქვეყანაში მასობრივი დაკავებები და სამსახურიდან დათხოვნა დაიწყო. დღეისათვის 50 ათასამდე ადამიანი პატიმარია. 150 ათასზე მეტი კი სამსახურიდან გაათავისუფლეს.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)