22:48 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-20 13:10:54, 1364 ნახვა

საზოგადოება
საქართველო ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მისიას მასპინძლობს

საქართველო ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მისიას (integrated Regulatory Review Service (IRRS)) მასპინძლობს.

ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოში  მისიის წარმომადგენლებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე   შეხვდა. მისია მიზნად ისახავს საქართველოს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების მარეგულირებელი სისტემის  შესწავლას და მისი საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენას.

მისია დაკომპლექტებულია სხვადასხვა ქვეყნის ექსპერტებით, რომლებიც ორი კვირის განმავლობაში გაეცნობიან სხვადასხვა უწყებების საქმიანობას რადიაციული უსაფრთხოების მიმართულებით, რის შემდეგაც მომზადდება დასკვნა შესაბამისი რეკომენდაციებით.  აღსანიშნავია, რომ მისიის რეკომენდაციების შესრულება გადამოწმდება ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ე.წ. “follow up” მისიის მიერ.

„ატომური ენერგიის საერთაშორისო ორგანიზაციის ეგიდით ჩამოსულია მისია, რომელიც შეისწავლის ატომური და ბირთვული უსაფრთხოების სტრუქტურას და სისტემას საქართველოში. ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია გამართული სისტემა, რომელიც პასუხობს საერთაშორისო მოთხოვნებს. ერთის მხრივ, საქართველოს დადებითი იმიჯისთვის, მეორეს მხრივ, კონკრეტული შედეგისთვის, რაც უკავშირდება ჩვენს ქვეყანაში ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების უზრუნველყოფას“, - განაცხადა ნოდარ კერესელიძემ შეხვედრაზე.

მისიის მოსამზადებელ პერიოდში  ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს სპეციალისტებმა განახორციელეს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების ეროვნული მარეგულირებელი ინფრასტრუქტურის თვითშეფასება ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მიერ უზრუნველყოფილი SARIS (Self-Assessment Tool) სისტემის მეშვეობით. თვითშეფასების ანალიზის შედეგად შემუშავდა სამოქმედო გეგმის პროექტი.

შეხვედრას საგარეო საქმეთა სამინისტროს,  შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანე - ღმერთმა დალოცოს ახალი ეტაპი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ცხოვრებაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics