|
2015-05-15 14:09:20, 897 ნახვა
ეკონომიკა
გიორგი კვირიკაშვილი ეგვიპტის საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრს შეხვდა
საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ეგვიპტის საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრს ნაგლაა ელ-ეჰვანის შეხვდა. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე საქართველოსა და ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკას შორის ორმხრივი საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების საკითხები განიხილეს. „ეგვიპტესთან განსაკუთრებით საინტერესოა სატრანსპორტო ურთიერთობები. ეგვიპტე ყიდულობს ყაზახეთიდან ხორბალს და ჩვენ დაინტერესებულნი ვართ, რომ ამ ხორბალმა გაიაროს საქართველოს მარშრუტი, ვინაიდან ის დატვირთავს ჩვენს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურას. ვისაუბრეთ ტურიზმის მიმართულებით თანამშრომლობაზე. ეგვიპტე, ამ კუთხით, არის ძალიან საინტერესო ქვეყანა ჩვენთვის. ვისაუბრეთ ასევე პირდაპირ სატრანსპორტო მიმოსვლაზე ჩვენს ქვეყნებს შორის. შევთანხმდით, რომ შემოდგომაზე ჩავატარებთ ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივ კომისიას, სადაც განხილული იქნება ჩვენი ეკონომიკური თანამშრომლობის სხვადასხვა ასპექტები“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. შეხვედრას ასევე საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური და სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ. ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, საქართველო და ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკა აქტიურად თანამშრომლობენ პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ, საინვესტიციო, ინფრასტრუქტურის, ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის, კულტურის, საგანმანათლებლო და ტურიზმის სფეროებში. სტატისტიკური მონაცემებით, 2009-2014 წლებში ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკიდან საქართველოში განხორციელდა 87,36 მლნ. აშშ დოლარის ინვესტიცია. კერძოდ, 2009 წელს, მიერ, რომელმაც განხორციელებულმა ინვესტიციამ 2009-2014 წლებში შეადგინა ინვესტიციის განხორციელებას აგრძელებს საქართველოში ეგვიპტური კომპანია “ფრეში,” რომელმაც ქუთაისში შექმნილ თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაშისაყოფაცხოვრებო ნივთების მრავალპროფილიანი ქარხანა ააშენა. კომპანიის მიერ განხორციელებული ინვესტიციის ოდენობა 74 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს. საქართველოსა და ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკას შორის ხორციელდება ასევე პირდაპირი საჰაერო რეისები. ამ მომენტისათვის ეგვიპტური ავიაკომპანია „ეარ ქაირო“ ახორცილებს რეგულარულ საჰაერო მიმოსვლას კვირაში 3 სიხშირით. 2014 წელს შარმ ელ შეიხი-თბილისი-შარმ ელ შეიხის მიმართულებით ავიაკომპანია „ეარ ქაირო“-მ შეასრულა პირველი პირდაპირი რეგულარული რეისები ნოემბრის თვის დასაწყისში, რის შედეგადაც 2014 წელს ნოემბერი-დეკემბრის პერიოდში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობამ შეადგინა 3 564 ერთეული, ხოლო 2015 წლის I კვარტალის მონაცემებით გადაყვანილ იქნა 8 846 ერთეული მგზავრი.
ადვოკატი: იმედია, ირაკლი ღარიბაშვილი პროცესებზე გამოცხადდება და იმედია, არ დახურავენ სასამართლო სხდომებს
ვახო სანაიას დაკავება კრიტიკული ხმის ჩახშობას ემსახურება - ჟურნალისტური ეთიკის ქარტია
ვახო სანაია - ჩემი დაკავების მიზანია საზოგადოება გაჩუმდეს, საზოგადოება არ გაჩუმდება არასდროს - ამ რეჟიმს ამოვაყირავებთ
პაპუაშვილი სანაიას პატიმრობაზე: თუ საჯარო სივრცეში უხამსობის სითამამე აქვს, პასუხიც უნდა აგოს
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
Z-ბლოგერებმა უარყვეს რუსეთის გენერალური შტაბის მტკიცება, რომ მათ დონეცკის ოლქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი დაიკავეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)