2018-02-20 09:17:53, 1801 ნახვა
ეკონომიკა
დოლარი 2.4638 ლარი ღირს
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში მცირედით გამყარდა.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი დღეს, 2.4638 ლარი ღირს, გუშინ მოქმედი კურსით კი, მისი შეძენა 2.4641 ლარად იყო შესაძლებელი. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0003 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, 1 ევრო დღეს, 3.0595 ლარი ღირს, გუშინ კი, მისი ღირებულება 3.0782 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0187 ლარი შეადგინა.
ავტორი: ,