00:21 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-19 18:45:06, 1656 ნახვა

კომენტარი
ჩაბუქი: დღეს მე თავისუფალი ვარ და ჩემი ექსტრადირება აღარ უნდა მოხდეს

დემირელის კოლეჯის ხარისხის მართვის ყოფილი მენეჯერი მუსტაფა ემრე ჩაბუქი აცხადებს, რომ ის ტერორისტული ორგანიზაციის წევრი არასდროს ყოფილა.

როგორც ჩაბუქმა "კურიერის" ეთერში განაცხადა, ის მუსლიმ მქადაგებელ ფეთჰულა გიულენს არ იცნობს.

„თურმე მე გახლავართ ტერორისტული ორგანიზაციის წევრი, ეს რა თქმა უნდა, აბსურდია. ჩემი ცხოვრების განმავლობაში არასდროს არ მქონია რომელიმე ტერორისტულ ორგანიზაციასთან შეხება. რაც შეეხება, ფეთჰულა გიულენს, მას პირადად არ ვიცნობ და მასთან არასდროს არ მქონია კომუნიკაცია. ჩვენს სკოლებთან მას არც ფინანსური და არც სხვა რაიმე კავშირი არ აქვს და ეს გამორიცხულია, რადგან ეს არის ქართული საგანმანათლებლო დაწესებულებები", - განაცხადა ჩაბუქმა.

ამასთან, ჩაბუქისთვის გაუგებარია, თუ რატომ არ მიანიჭა საქართველომ მას დევნილის სტატუსი.

„ბევრ შეკითხვაზე პასუხს ვერ გაგცემთ, მაგალითად, იმაზე, თუ რატომ არ მომცა საქართველომ დევნილის სტატუსი. ბევრი საუბარი მესმის ამ დრომდე იმაზე, რომ თურქეთიდან არის წნეხი. როდესაც ჩემს საქმეს შევხედე თავისუფლად ვთქვი, რომ პოლიტიკურად ვიდევნები, არადა, უბრალო მასწავლებელი ვარ, რომელიც თავის საქმეს აკეთებს. ასე, გამოდის, რომ საქართველომ ანკარას თხოვნა შეუსრულა. დღეს მე თავისუფალი ვარ და აღარ უნდა მოხდეს ჩემი ექსტრადირება“, - განაცხადა მუსტაფა ემრე ჩაბუქმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ოპოზიციის ალიანსი მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს ემიჯნება და მას კონფრონტაციულს უწოდებს
სუს-ი აღიარებს, რომ რუსეთი საქართველოს ტერიტორიების ანექსიას აწყობს
ბერ ნიკოლოზ (ნარიმან) მაქარაშვილს 23 აპრილს ჯიქიას სასაფლაოზე დაკრძალავენ
რუსეთმა ბიუჯეტის დეფიციტის დასაფინანსებლად 22 ტონა ოქრო გაყიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics