00:19 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-19 17:40:41, 1784 ნახვა

კომენტარი
ჯანელიძე - ოპოზიციის ნაწილი სიხარულით აუწყებდა ევროპარლამენტს, რომ საქართველოში კრიმინალი იყო

 „ის ძალები, რომლებიც თავს დებენ, თითქოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია აინტერესებთ, სიხარულით აუწყებდნენ ევროპარლამენტარებს და დანარჩენებს, რომ საქართველო ვერ მიიღებდა ვიზალიბერალიზაციას იმიტომ, რომ საქართველოში კრიმინალი  და ეკონომიკური სიდუხჭირე იყო“, - ასე უპასუხა საგარეო საქმეთა მინისტრმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის სალომე სამადაშვილის შეკითხვას.

სამადაშვილის განცხადებით, ერთადერთი რამ, რის ექსპორტსაც  მთავრობა ევროპაში ეწევა, კრიმინალია. მან მინისტრს ჰკითხა - ორგანიზებული დანაშაულის წარმომადგენლებთან მსგავსი დამოკიდებულება ხომ არ აზიანებს  ევროპულ მომავალს და უქმნის საფრთხეს ვიზალიბერალზიაციას.

ჯანელიძის თქმით, ევროპული ინტეგრაცია ძალიან მნიშვნელოვანია და ამ საკითხში ყველა მხარე უნდა გაერთიანდეს:

„პოლიტიკური ძალებიც, მითუმეტეს ის ძალები, რომლებიც თავს დებენ, თითქოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია აინტერესებთ, ამ საკითხში მაინც იყვნენ კონსტრუქციულები და მხარდამჭერები საქართველოს მთავრობის, რადგანაც ვიზალიბერალიზაციის მიღებამდე ისინი სიხარულით აუწყებდნენ ევროპარლამენტარებს და დანარჩენებს, რომ საქართველოს არ უნდა მიეღო და ვერ მიიღებდა ვიზალიბერალიზაციას იმიტომ, რომ საქართველოში კრიმინალი და ეკონომიკური სიდუხჭირე იყო და ამას საჯარო ეთერში საუბრობდნენ. მემგონი,  თქვენც იყავით, ქალბატონო სალომე, რომელიც ამას საუბრობდით საჯაროდ ტელევიზიაში, ახლაც იგივე კითხვებს სვამთ, რომ საქართველოში ისეთი კრიმინალია, ისეთი გაჭირვებაა, რომ ამან შეიძლება შეჩერება გამოიწვიოს. ევროპული ინტეგრაცია ძალიან მნიშვნელოვანია და აქ ყველანი ერთად უნდა ვიდგეთ“,-განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ სალომე სამადაშვილის საპასუხოდ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ოპოზიციის ალიანსი მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს ემიჯნება და მას კონფრონტაციულს უწოდებს
სუს-ი აღიარებს, რომ რუსეთი საქართველოს ტერიტორიების ანექსიას აწყობს
ბერ ნიკოლოზ (ნარიმან) მაქარაშვილს 23 აპრილს ჯიქიას სასაფლაოზე დაკრძალავენ
რუსეთმა ბიუჯეტის დეფიციტის დასაფინანსებლად 22 ტონა ოქრო გაყიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics