05:14 - 06 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-19 16:35:27, 1431 ნახვა

საზოგადოება
ასოციაციების გაერთიანების სხდომაზე 2017 წლამდე შემუშავებული რეკომენდაციები შეაჯამეს

სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების შემაჯამებელ სხდომაზე 2017 წლამდე გაერთიანების მიერ შემუშავებული რეკომენდაციების ჩამონათვალი მოისმინეს და შეაჯამეს.

მოქმედი თავმჯდომარის, პროფესორ გიორგი ჩახუნაშვილის განცხადებით, აღნიშნული რეკომენდაციები  სხვადასხვა დროს იქნა გაჟღერებული და წერილობითაც იქნა მიწოდებული შესაბამისი უწყებებისთვის. რეკომენდაციების ჩამონათვალი კი ასე გამოიყურება:

➢განხორციელდეს არსებული სალიცენზიო პირობების მკაცრი მონიტორინგი, ხოლო რიგ შემთხვევებში, ზოგიერთ დარგებში ლიცენზირების ახალი პირობების მიღება;

➢ექიმთა სერთიფიცირების /რესერთიფიცირების პროცესის გამკაცრება; პროცესში დარგობრივი ასოციაციების როლის გაძლიერება;

➢საკანონმდებლო დონეზე მოხდეს სამედიცინო შეცდომის გამიჯვნა ექიმის გულგრილობასა და უყურადღებობისგან;  

➢უწყვეტი პროფესიული განვითარების სისტემამ მიიღოს სავალდებულო ხასიათი;

➢მოხდეს სამედიცინო დახმარების პროტოკოლების მუდმივი განახლება და დაიწყოს მათი პრაქტიკაში დანერგვის ღონისძიებების გატარება;

➢მოხდეს ექიმთა სპეციალობებს შორის კომპეტენციების გამიჯვნის პროცესის დასრულება;

რეკომენდაციები პოლიპრაგმაზიის აღმოფხვრასა და ფარმაცევტულ სფეროზე

➢ექიმებმა პაციენტისთვის სამკურნალო საშუალებების  გამოწერისას, მაქსიმალურად იხელმძღვანელონ მოქმედი კლინიკური მართვის პროტოკოლებით და სამედიცინო დოკუმენტაციაში, კერძოდ ფორმა N IV-100-ში მხოლოდ სამკურნალწამლო საშუალებები შეიტანონ და არა ბიოლოგიურად აქტიური საკვები დანამატები;

➢გადაიხედოს ფარმაცევტული პროდუქტის ე.წ. ნებაყოფლობითი რეგისტრაციის რეჟიმი. რათა გარკვევით გაიმიჯნოს ერთმანეთისგან ბიოლოგიურად აქტიური დანამატი და სხვა სამკურნალო საშუალებები;

➢უწყვეტი სამედიცინო განათლების სისტემის ფარგლებში გაძლიერდეს კლინიკური ფარმაკოლოგიის როლი;

➢ყველა ფარმაცევტულმა კომპანიამ იხელმძღვანელოს და დაიცვას ფარმაცევტულ სფეროში საერთაშორისოდ აღიარებული ეთიკის ნორმები;

➢მედიკამენტების რაციონალური გამოყენების მიზნით, მოხდეს შესაბამის სასწავლო ტრეინინგების ჩატარების ხელშეწყობა.

სხდომაზე ასევე ისაუბრეს დარგობრივი ასოციაციების როლის მნიშვნელობაზე სამედიცინო დახმარების  ხარისხის გაუმჯობესების  საქმეში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ვენსი ტრამპის მემკვიდრეობისთვის ბრძოლას იწყებს: როგორ იყენებს ვიცე-პრეზიდენტი რესპუბლიკელების დამარცხებას - Axios
The Independent: რუბიომ შესაძლოა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანამდებობა დატოვოს, რათა 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა
Starshield-დან რუსულ ნავთობამდე: დემოკრატები ტრამპის ქმედებებზე კონგრესის გამოძიებას ამზადებენ
ზახაროვა ფარცხალაძის ფონდზე: გვჯერა, წვლილს შეიტანს რუსეთ-საქართველოს კავშირის ზრდაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics