|
2018-02-19 15:07:54, 1416 ნახვა
კომენტარი
კობახიძე: მთავარი ამოცანაა, მიღწევა, რომელიც გვაქვს ევროკავშირთან, შევინარჩუნოთ და ამისთვის ყველაფერი გაკეთდება
„ჩვენი მთავარი ამოცანაა, ის მიღწევა, რომელიც გვაქვს ევროკავშირთან ურთიერთობაში, შევინარჩუნოთ და ამისთვის ყველაფერი გაკეთდება“, - ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ კითხვას - შესაძლოა თუ არა ვიზალიბერალიზაციის ე.წ. შეჩერების მექანიზმი ამოქმედდეს. „ ჩვენ თავის დროზე, როცა მოგვენიჭა ვიზალიბერალიზაცია, ჩვენ განვაცხადეთ, რომ ეს იყო არა მხოლოდ ვიზალიბერალიზაცია, არამედ პირველ რიგში პასუხისმგებლობა. ეს პასუხიმგებლობა უნდა გავაცნობიეროთ თითოეულმა ჩვენგანმა როგორც ხელისუფლებიდან, ასევე თითოეულმა მოქალაქემ, რომელიც წარმოადგენს ჩვენს ქვეყანას. ჩვენ, ხელისუფლებას ეს პასუხისმგებლობა გაცნობიერებული გვაქვს, მთავარია, რომ პრევენციული ზომები მივიღოთ იქამდე, ვიდრე პრობლემა გაჩნდება. ჩვენ შესაბამისად ვმოქმედებთ. მთავრობამ მოიწვია შეხვედრა იმისთვის, რომ პრევენციული ზომები გატარდეს და დაისახოს გეგმები. ეს არის ერთ-ერთი ინსტრუმენტი, თუმცა მუშოაბა უნდა გაგრძელდეს. ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ ის მიღწევა, რომელიც გვაქვს ევროკავშირთან ურთიერთობაში, შევინარჩუნოთ და ამისთვის ყველაფერი გაკეთდება. თუმცა ამაში თითოეულმა მოქალაქემ უნდა შეუწყოს ხელი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. კითხვაზე, შეიძლება თუ არა აღნიშნულთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებებზე იყოს საუბარი, პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ კონსულტაციები პრევენციულ ღონისძიებებზე გაგრძელდება. „ჩვენ მზად ვართ გავაგრძელოთ კონსულტაციები ამ საკითხთან დაკავშირებით მთავრობასთან, რაც საჭიროა ყველაფერი გაკეთდება პრევენციისთვის სხვადასხვა მიმართულებით, კონკრეტულად რა შეიძლება იყოს ეს, ამ ეტაპზე დაკონკრეკება რთულია. ჩვენ გვექნება კონსულტაციები“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)