22:40 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-19 12:51:39, 1916 ნახვა

კომენტარი
დიმიტრი გვრიტიშვილი: რუსულმა ორგანიზაციამ ანა დოლიძე დაიქირავა, რომ აგვისტოს ომთან დაკავშირებით მონაცემები შეეკრიბა

რუსულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ ”რუსული მართლმსაჯულების ინიციატივა” ანა დოლიძე დაიქირავა იმისთვის, რომ 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით მონაცემები შეეკრიბა, - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა დიმიტრი გვრიტიშვილმა განაცხადა.

როგორც გვრიტიშვილმა აღნიშნა, მონაცემების შეგროვება იმ კუთხით უნდა მომხდარიყო, "რაც იქნებოდა მაკომპრომენტირებელი საქართველოს და ქართველი მეომრების, თითქოს მათ ჩაიდინეს დანაშული კაცობრიობის წინააღმდეგ და ადამიანის უფლებების და სხვა მასობრივი დარღვევების თაობაზე".

"ჩვენ გვიჩნდება კითხვა, ამგვარი მორალის ადამიანი რატომ უნდა იყოს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი და მონაწილეობას იღებდეს ისეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებაში, რაც საბჭოს კომპეტენციაშია, თუნდაც მოსამართლეების დანიშვნა? საჩივრები შეტანილია სტრასბურგის სასამართლოში და არსებობს ამის დამადასტურებელი მტკიცებულებები. ქალბატონი ანა განმარტავდა, თითქოს ეს იყო საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე, თუმცა არსებობს საწინააღმდეგო მოსაზრებები, რომლითაც დასტურდება, რომ ზუსტადაც ქართველი მეომრების მიერ ჩადენილი ქმედებები იყო უარყოფითი კონტექსტით”, - განაცხადა გვრიტიშვილმა.

ცნობისთვის, იუსტიციის უმაღლესი საბწოს მოსამართლე წევრმა სერგო მეთოფიშვილმა ანა დოლიძე რუსულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობაში დაადანაშაულა. "ქალბატონი ანა დოლიძე თანამშრომლობდა ისეთ ორგანიზაციასთან, როგორიც არის რუსეთის მართლმსაჯულების ინიციატივა. ამ პერიოდში, როდესაც ის აღნიშნულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობდა, ამ ორგანიზაციას აქვს შეტანილი სარჩელები საქართველოს წინააღმდეგ", - განაცხადა იუსტიის უმაღლესი საბჭოს წევრმა

თავად ანა დოლიძემ ამ ბრალდებებს უკვე უპასუხა და მათ "შავი პიარი" უწოდა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
EIU: დემოკრატიის ინდექსში საქართველო 5 ადგილით ჩამოქვეითდა
Financial Time: საფრანგეთი და გერმანია ევროკავშირში უკრაინის სიმბოლურად გაწევრიანების ვარიანტს განიხილავენ
დონალდ ტრამპის განცხადებით, მზადაა პირადად შეხვდეს ირანის ხელმძღვანელობას
კოსი: საქართველოში ბოლო დროს შემუშავებული კანონმდებლობები შეშფოთებას იწვევს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics