|
2018-02-19 11:31:35, 1362 ნახვა
კომენტარი
კალაძე: მშენებლობაზე პირველივე დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, ჯარიმა 30 ათასი ლარი იქნება
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, მშენებლობაზე პირველივე დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, ჯარიმა 30 ათასი ლარი იქნება. ამის შესახებ კალაძემ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, კანონპროექტს სრული მხარდაჭერა აქვს. „ცვლილებები, რომელთა განხორციელებასაც ვაპირებთ, მნიშვნელოვანია უსაფრთხოების თვალსაზრისით, მშენებლობებზე. დედაქალაქში ძალიან ბევრი მშენებლობები მიმდინარეობს და ჩვენთვის, ქალაქის მერიისთვის, თითოეული ჩვენგანისთვის, იქ მომუშავე ადამიანების უსაფრთხოება არის ძალიან მნიშვნელოვანი. ცვლილებებით, რომლებსაც ვაპირებთ, პირველივე დარღვევაზე ჯარიმა იქნება 30 ათასი ლარის ოდენობით. იმ კონკრეტულ შემთხვევებზე, სადაც მიმდინარეობდა მშენებლობა და დარღვევების გამო ჰქონდათ შეჩერებული მშენებლობა, და მიუხედავად შეჩერებისა, ინვესტორი, კონკრეტული კომპანია აგრძელებს მუშაობას, ის დაჯარიმდება 50 ათასი ლარით. ასევე, მნიშვნელოვანია ის, რომ უკანონო მშენებლობებზეც, თუ ტერიტორია, მიწა არის სახელმწიფოს საკუთრება, მუნიციპალიტეტის საკუთრება და მიმდინარეობს უკანონო მშენებლობა, ჯარიმა იქნება 25 ათასი ლარი. კერძო საკუთრებაზე -20 ათასი ლარი. ეს, რა თქმა უნდა, ერთის მხრივ, ხელს შეუწყობს იმ პრობლემის მოგვარებას, რაც გვაქვს მშენებლობებზე, ის, რომ მაგალითად, ჩაფხუტების გარეშე მუშაობენ, მაგალითად, ის, რომ როდესაც მიდის ფასადის მოპირკეთება, ყოველგვარი დამცავის, დაბმის გარეშე მუშაობენ, აქ მთავარი არის ის, რომ თავად მშენებლის ინტერესში უნდა იყოს ის, რომ მის დაქვემდებარებაში მყოფი ადამიანები მუშაობდნენ უსაფრთხოდ. მე მგონია, რომ ეს ჯარიმები მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ არსებული პრობლემები მოვაგვაროთ. არსებობს, ასევე, მენტალური პრობლემა, რაც იკვეთება სამშენებლო სამუშაოების დროს უსაფრთხოების თვალსაზრისით და ესეც გადასაწყვეტი გვექნება. ერთიანი თანადგომით, მგონია, რომ ამას შევძლებთ. ჩვენ გვქონდა კონსულტაციები პრემიერ-მინისტრთან, ეკონომიკურ გუნდთან, შევხვდით მენაშენეთა ასოციაციას. ამ ცვლილებებს აქვს მაქსიმალური მხარდაჭერა",- განაცხადა კახა კალაძემ.
EIU: დემოკრატიის ინდექსში საქართველო 5 ადგილით ჩამოქვეითდა
Financial Time: საფრანგეთი და გერმანია ევროკავშირში უკრაინის სიმბოლურად გაწევრიანების ვარიანტს განიხილავენ
დონალდ ტრამპის განცხადებით, მზადაა პირადად შეხვდეს ირანის ხელმძღვანელობას
კოსი: საქართველოში ბოლო დროს შემუშავებული კანონმდებლობები შეშფოთებას იწვევს
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)