05:04 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-18 18:35:57, 3164 ნახვა

მსოფლიო
ნეთანიაჰუ ირანს დაემუქრა

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ირანს დაემუქრა.

მიუნხენის კონფერნეციაზე სიტყვით გამოსვლისას, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ „ირანი მთელი სამყაროსთვის საფრთხეს წარმოადგენს“.

მისივე თქმით, ისრაელის ხელისუფლება არ დაუშვებს, რომ ირანმა სირიის ტერიტორიებზე პოზიციების გამაგრება შეძლოს.

„სირიაში ირანის განზრახვა სრულიად აშკარაა. ირანს თეირანისა და ტარტუსის გაერთიანება და ერთი სახელმწიფოს შექმნა სურს. ისრაელი ირანს შეაკავებს მის მცდელობებში, სამხედრო მოქმედებები განაგრძოს სირიაში. ჩვენი სპეცსამსახურების ინფორმაციით, ირანი სირიაში ბაზების შექმნისკენ მიისწრაფვის. თუ საჭირო გახდება, ჩვენ არა მხოლოდ ირანის მარიონეტების, არამედ თვით ირანის წინააღმდეგაც ვიმოქმედებთ“, - განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ. 

საუბრისას ბენიამინ ნეთანიაჰუმ პარალელი 1938 წლის მიუნხენის შეთანმებასა და 2015 წელს ირანთან გაფორმებულ ე.წ. ბირთვულ ხელშეკრულებას შორის გაავლო და განმარტა, რომ ამ შეთანხმებამ "საშიში ირანული ვეფხვი გაათავისუფლა".  

ისრაელის პრემიერმინისტრმა გამოსვლისას აუდიტორიას ჩამოგდებული დრონის ნაწილები აჩვენა და თქვა, რომ ირანმა მოიტყუა, როდესაც თქვა, რომ ისრაელის ტერიტორიაზე უპილოტო საფრენი აპარატი გაგზავნა.

გასულ კვირას ირანში განაცხადეს, რომ სირიის ტერიტორიიდან ირანის მიერ გაშვებული დრონი ჩამოაგდეს, რასაც ისრაელის ავიაციის იერიში მოჰყვა. საპასუხოდ, სირიელმა სამხედროებმა ისრაელის კუთვნილი გამანადგურებელი ჩამოაგდეს.









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ბაჩო ბებია დაიღუპა
კალასი: საქართველო დემოკრატიის უკუსვლიდან შემობრუნების არანაირ ნიშანს არ აჩვენებს
ზელენსკის თქმით, დრუჟბას ნავთობსადენი ოპერაციების განახლებისთვის მზადაა
იოზვიაკი წერს, რა განიხილეს EU-ის მინისტრებმა დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics