|
2018-02-17 18:42:34, 2573 ნახვა
პოლიტიკა
ანჯელინო ალფანო: იტალია მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას
საქართველო რეგიონში იტალიის მნიშვნელოვანი პარტნიორია და იტალია აფასებს მის პროგრესსა და მიღწევებს, - ამის შესახებ მიუნხენში საქართველოს ვიცე-პრემიერის მიხეილ ჯანელიძის და იტალიის საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრს ანჯელინო ალფანოს შორის გამართულ შეხვედრაზე ითქვა. საგარეო უწყების ინფორმაციით, მინისტრებმა კმაყოფილებით აღნიშნეს ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობა, რომელმაც ბოლო პერიოდში განსაკუთრებული დინამიკა შეიძინა. საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი მიესალმა ეუთო-ში იტალიის თავმჯდომარეობას და იმედი გამოთქვა, რომ საქართველო-რუსეთის კონფლიქტი აქტიურად დარჩება ორგანიზაციის დღის წესრიგში, ისევე როგორც გაძლიერდება ეუთო-ს ძალისხმევა ხელი შეუწყოს კონფლიქტის მშვიდობიან დარეგულირებას. იტალიის საგარეო უწყების ხელმღვანელმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა იტალიის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და დადებითად შეაფასა საქართველოს მთავრობის კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პოლიტიკა და ომით დაშორიშორებულ მოსახლეობას შორის შერიგების პროცესის ხელშეწყობა. იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა იტალიის მხარდაჭერა ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, ამ კონტექსტში ხაზი გაუსვა ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში საქართველოს წარმატებულ რეფორმებს და ვიზალიბერალიზაციის მიმდინარეობის მიმართ იტალიის მხარდაჭერას. ამ კონტექსტში მიხეილ ჯანელიძემ იტალიელ კოლეგას გააცნო საქართველოს ევროინტეგრაციის შემდგომი მიზნები, მათ შორის საგზაო რუკით დასახული ამოცანები, რაც ითვალისწინებს საქართველოს მეტ ინტეგრაციას ევროპულ ნორმებთან, სტანდარტებთან. იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა მაღალი შეფასება მისცა საქართველოს პრემიერ-მინისტრის იტალიაში ვიზიტის დროს გამართულ ბიზნეს-ფორუმს და აღნიშნა ის პოზიტიური შედეგები, რაც ბიზნეს-ფორუმმა მოიტანა ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებისა და იტალიური კომპანიების მხრიდან საქართველოსადმი ინტერესის გაზრდის თვალსაზრისით. მინისტრებმა დადებითად შეაფასეს ტრადიციულად ბრწყინვალე ხალხთაშორისი ურთიერთობები.
ლონდონში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მასობრივი მიტინგი გაიმართა
რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი - ფიშერის ფაილი დახურულია, გერმანიაში მის გამგზავრებას ველოდებით
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ საეკლესიო კრებაზე 1 200-მდე დელეგატი იქნება
პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, 11 მაისს, 09:00 საათიდან 18:00-მდე სამების მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)