19:36 - 05 Nov, 2026
|
2018-02-17 14:45:52, 1920 ნახვა
პოლიტიკა
ედგარს რინკევიჩსი: ლატვია საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას მხარს უჭერს
ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ედგარს რინკევიჩსის განცხადებით, ლატვია საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას მხარს უჭერს. როგორც მან აღნიშნა, მარტში თბილისში ვიზიტს გეგმავს. "ჩვენ ველოდებით ნატო-ს სამიტს ივლისში. იმედი მაქვს, რომ სამიტზე მოვისმენთ პოლიტიკურ გზავნილებს საქართველოს პერსპექტივაზე. ეს არის საკითხი რაზეც ჩვენ ძალიან ბევრს ვმუშაობთ. ვგეგმავ ჩამოვიდე თბილისში მარტის შუა რიცხვებში, სადაც ყველა საკითხს უფრო დეტალურად განვიხილავთ ქართველ კოლეგებთან. ჩვენ ვაგრძელებთ თქვენს მხარდაჭერას", - განაცხადა ლატვიის საგარეო მინისტრმა. შეგახსენებთ, რომ მიუნხენში რიგით 54-ე უსაფრთხოების კონფერენცია მიმდინარეობს, რომელსაც მსოფლიო ლიდერები ესწრებიან.
კრიშტიანუ რონალდუმ ოფიციალურად დაასრულა სანაკრებო კარიერა
ევროპაში რამდენიმე საათში 16-მა თვითმფრინავმა ბომბის შესახებ შეტყობინება მიიღო
თიბისის ბიზნესნაკრები ინდივიდუალური მეწარმეებისთვის
ხაბეიშვილი ოცნებაზე -მკვლელობებში მათი პრემიერყოფილი ამხელს და ესენი ხმას როგორ იღებენ?! რიჟვაძეს ვინ ესროლა, ვინ კლავდა, ვინ დასაჯეს?
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)