19:36 - 05 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-16 20:19:06, 1909 ნახვა

პოლიტიკა
მარგველაშვილი: დღეს მე ვიდექი ჩვენი მხარდამჭერი და მეგობარი ლიტველი ხალხის გვერდით

საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი ლიტვის დამოუკიდებლობის 100 წლისთავთან დაკავშირებულ ფორუმში მონაწილეობას  მნიშვნელოვანს უწოდებს 

მისი თქმით, ქართველი ხალხის სახელით დღეს, ლიტველი ხალხის სიხარული გაიზიარა და მათი მხარდაჭერა გამოხატა.

"ვილნიუსში ყოფნა, ჩემთვის იყო შესაძლებლობა ვმდგარიყავი ჩვენთვის ძალიან ახლობელ - ლიტველ ხალხთან ერთად და ვყოფილიყავი ჩემს ძალიან ახლო მეგობართან და ქვეყნის მხარდამჭერთან - დალია გრიბაუსკაიტესთან ერთად იმ მომენტში, როდესაც ის ზეიმობდა რესპუბლიკის აღდგენის 100 წლისთავს.

აგრეთვე, ეს იყო მშვენიერი შესაძლებლობა დაგვემყარებინა კონტაქტები ისეთ სახელმწიფოებთან, რომლებთანაც საქართველოს კიდევ უფრო მეტი ინტეგრაცია სჭირდება, როგორიცაა ისლანდია, ფინეთი და დაგვეგეგმა შემდგომი თანამშრომლობა.

ასეთი ფორუმები ყოველთვის იძლევა შესაძლებლობას შეხვდე ძველ მეგობრებს, მაგალითად დონალდ ტუსკს, შტაინმაიერს, იუნკერს, დუდას - ჩვენს მხარდამჭერ პოლონეთის პრეზიდენტს, ლატვიის, ესტონეთის პრეზიდენტებს და ვისაუბროთ იმაზე, თუ როგორ უნდა განვავითაროთ მომავალში ჩვენი თანამშრომლობა საქართველოს და რეგიონის საკეთილდღეოდ, - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კრიშტიანუ რონალდუმ ოფიციალურად დაასრულა სანაკრებო კარიერა
ევროპაში რამდენიმე საათში 16-მა თვითმფრინავმა ბომბის შესახებ შეტყობინება მიიღო
თიბისის ბიზნესნაკრები ინდივიდუალური მეწარმეებისთვის
ხაბეიშვილი ოცნებაზე -მკვლელობებში მათი პრემიერყოფილი ამხელს და ესენი ხმას როგორ იღებენ?! რიჟვაძეს ვინ ესროლა, ვინ კლავდა, ვინ დასაჯეს?
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics