2018-02-16 18:26:51, 1614 ნახვა
კომენტარი
მარიკა დათუკიშვილი: ნარმანია უნდა იყოს დაბარებული არა საკრებულოში, არამედ პროკურატურაში
საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი მარიკა დათუკიშვილი აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს გამოეხმაურა.
როგორც მან აღნიშნა, აუდიტი ცხადყოფს, რომ მერიამ ყოფილ მთავარ პროკურორს მიწა ყველანაირი კონკურენციის გარეშე გადასცა. მისივე თქმით, აღნიშნული საქმით პროკურატურა უნდა დაინტერესდეს.
„ნარმანია უნდა იყოს დაბარებული არა საკრებულოს სხდომაზე არამედ პროკურატურაში დაკითხვაზე. მისი მერობის დროს, ყოფილმა პროკურორმა ოთარ ფარცხალაძემ მიიღო მიწა, კონკურენციის გარეშე. აუდიტის დასკვნა ყველაფერს ადასტურებს“, - განაცხადა დათუკიშვილმა.
ავტორი: ,