|
2018-02-16 16:21:49, 1602 ნახვა
კომენტარი
გაბაშვილი: ფარცხალაძე აუდიტის სამსახურის წინა ხელმძღვანელს ფიზიკურად გაუსწროდა, რომ ეს დასკვნები არ დადებულიყო
თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გოკა გაბაშვილი უდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ დასკვნას, რომელიც მერიის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მართვასა და განკარგვას შეეხება, დადებითად აფასებს. როგორც გაბაშვილმა განაცხადა, სწორედ აღნიშნული დასკვნის გამო დაესხა თავს ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე აუდიტის სამსახურის იმჟამინდელ უფროსს. "ძალიან კარგია, რომ აუდიტის სამსახურმა ეს დასკვნა გამოაქვეყნა. იმიტომ, რომ ჩვენ გვახსოვს, რომ აუდიტის წინა ხელმძღვანელს ოთარ ფარცხალაძე ფიზიკურად დაესხა თავს, იმის გამო, რომ ეს დასკვნები არ დადებულიყო. აქ პირდაპირ ჩანს, რომ ფარცხალაძეს ქალაქის მერიამ ჩაუწყო პირობები, იმისთვის, რომ ყოფილ მთავარ პროკურორს ფინანსურად ეხეირა. მიუხედავად იმისა, რომ ფარცხალაძე თავს დაესხა აუდიტის წინა უფროსს, ეს უკვე ოფიციალური დოკუმენტია. შესაბამისად გამოძიება უნდა დაიწყოს და ყველა შეკითხვას პასუხი უნდა გაეცეს", - განაცხადა საკრებულოს წევრმა. შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც მერიის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მართვასა და განკარგვას შეეხება ანგარიშში ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის კომპანიისთვის მიწის გადაცემის საკითხიც მოხვდა. ანგარიშის თანახმად, ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის კომპანიისთვის, "BSRCDG DEVELOPMENT"-ისთვის განსაკუთრებული პირობების და უკონკურენტო გარემოს შექმნამ, ქალაქის ბიუჯეტი მნიშვნელოვნად დააზარალა. კერძოდ კი, აუქციონში მონაწილეობა მხოლოდ ერთმა კომპანიამ მიიღო, რომელიც ყოფილ პროკურორს ეკუთვნის.
EIU: დემოკრატიის ინდექსში საქართველო 5 ადგილით ჩამოქვეითდა
Financial Time: საფრანგეთი და გერმანია ევროკავშირში უკრაინის სიმბოლურად გაწევრიანების ვარიანტს განიხილავენ
დონალდ ტრამპის განცხადებით, მზადაა პირადად შეხვდეს ირანის ხელმძღვანელობას
კოსი: საქართველოში ბოლო დროს შემუშავებული კანონმდებლობები შეშფოთებას იწვევს
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)