|
2018-02-16 16:08:14, 1718 ნახვა
საზოგადოება
სტუ-ის სტუდენტები აღსრულების ეროვნული ბიუროს ნოვაციებს გაეცნენ
აღსრულების ეროვნულმა ბიურომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის საინფორმაციო ლექცია-სემინარი ჩაატარა. უმაღლესი სასწავლებლის სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე იოსებ ბაღათურია და სამსახურის წარმომადგენლები ესტუმრნენ. სტუდენტებმა მიიღეს ინფორმაცია აღსრულების ეროვნული ბიუროსა და სააღსრულებო სისტემის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოდერნიზაციის შესახებ. უწყების ხელმძღვანელმა სტუდენტებს მიაწოდა ინფორმაცია ახალი სააღსრულებო კოდექსის პროექტის შესახებ, რომლითაც ქვეყანაში ახალი სააღსრულებო სისტემა ინერგება. შეხვედრის ფარგლებში, აღსრულების ეროვნული ბიუროს იურიდიული სამსახურის იურისტმა ეკატერინე ახალკაცმა სტუდენტებისთვის გამართა ლექცია-სემინარი , სადაც ბიუროს წარმომადგენელმა ისაუბრა სააღსრულებო და არა სააღსრულებო სერვისებზე, სააღსრულებო წარმოების ეტაპებსა და პროცედურებზე. მომავალმა იურისტები გაეცნენ საქართველოს სააღსრულებო სისტემას; სააღსრულებო წარმოების მონაწილეებს და მათ სამართლებრივ მდგომარეობას; აღსრულების დაწყების სამართლებრივ საფუძვლებს; აღსრულების ეტაპებს; აღსრულების შედეგებს. გაიმართა დისკუსია და განიხილეს რეალური შემთხვევები. სტუდენტებმა მოისმინეს პრეზენტაცია აღსრულების ეროვნული ბიუროს სერვისების შესახებ, მათ შორის: მოვალეთა რეესტრი, გამარტივებული საქმისწარმოება, ელექტრონული წარმოება, ფაქტების კონსტანტაცია. შეხვედრა სახელმწიფო უწყებასა და უმაღლეს სასწავლებელს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში ჩატარდა. მემორანდუმის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიურო აქტიურად ჩაერთვება სტუდენტებისთვის ლექცია-სემინარების გამართვაში და ასევე აღსრულების სამართლის სწავლების ინტერესის დანერგვაში. პროექტის მიზანია სტუდენტებში აღსრულების ეროვნული ბიუროსა და სააღსრულებო სისტემის შესახებ ცნობადობის ამაღლება; აღსრულების ეროვნული ბიუროს საქმიანობის სპეციფიკის გაცნობა, სერვისების შესახებ ცნობადობის ამაღლება; სააღსრულებო საქმიანობის შესწავლის ინტერესისა და ინიციატივის დანერგვა.
(NS)
ვენსი ტრამპის მემკვიდრეობისთვის ბრძოლას იწყებს: როგორ იყენებს ვიცე-პრეზიდენტი რესპუბლიკელების დამარცხებას - Axios
The Independent: რუბიომ შესაძლოა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანამდებობა დატოვოს, რათა 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა
Starshield-დან რუსულ ნავთობამდე: დემოკრატები ტრამპის ქმედებებზე კონგრესის გამოძიებას ამზადებენ
ზახაროვა ფარცხალაძის ფონდზე: გვჯერა, წვლილს შეიტანს რუსეთ-საქართველოს კავშირის ზრდაში
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)