|
2018-02-16 14:53:31, 1547 ნახვა
სამართალი
მეზვრიშვილი: 14 წლამდე პირებში დანაშაულის მატება არ ნიშნავს, რომ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ასაკი უნდა დავწიოთ
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, 14 წლამდე ასაკის პირებში დანაშაულმა იმატა, თუმცა სახეზეა საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის მატება და არა ძალადობრივის. მეზვრიშვილის თქმით, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის ასაკის დაწევა ამ შემთხვევაში გამოსავალი არ არის. მეზვრიშვილის განმარტებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო პრევენციისა და რეფერირების მექანიზმის დახვეწის მიმართულებით აქტიურად მუშაობს: „14 წლამდე პირებს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ ეკისრებათ, თუმცა ის ფაქტი, რომ ამ პირებში გარკვეულწილად დანაშაულმა მოიმატა, თუმცა საუბარია საკუთრების წინაარღმდეგ მიმარტთულ დანაშაულებზე, საბედნიეროდ არ გვაქვს მატება ძალადობრივი დანაშაულის, არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უნდა დავწიოთ პასუხისმგებლობის ასაკი და სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაწესება გამოვაცხადოთ ერთადერთადერთ გამოსავლად ამ პრობლემის მოგვარების. ჩვენ ვმუშაობთ შესაბამის სოციალურ სამსაუხრებთან, ჯანდაცვის სმაინისტროსთან, განათლების სამინისტროსთან ერთად იმაზე, რომ ცოტა სხვა მიმართულებით წავიდეთ, ვიმუშაოთ პრევენციაზე, შევთავაზოთ გარკვეული სერვისები ასეთ მოზარდებს. მანდატურების რეფორმაზე როგორც მოგეხსენებათ უკვე განათლების სამინისტროსთან ერთად კანონპროექტი მოვამზადეთ, გასულ კვირას ეს საკითხები განვიხილეთ პარლამენტში სამუშაო ჯგუფის ფორმატში და მომდევნო კვირაში მთავრობაზე ამ კანონპროექტის ინიცირება მოხდება, რაც ისახავს მიზნად სკოლაში და მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხო გარემოს კიდევ უფრო გაძლიერებას და მეორე მიმართულება- იუსტიციის სამინისტროში უწყებათაშორისი ჯგუფის ფარგლებში ვმუშაობთ რეფერირების მექანიზმის დახვეწაზე.უახლოეს დღეებში ეს საბჭოც შეიკრიბება და უკვე საკანონმდებლო ცვლილებებზე ამ ნაწილში აქტიურ რეჟიმში გადავალთ.საუბარია იმაზე,რომ არ მუშაობს ის სარეაბილიტაციო დაწესებულებები, რომლებიც გვაქვს და ამ მიმართულებით ვმუშაობთ და მეორე მიმართულებაა რეფერირების მექანიზმის დავეწა, რათა ბავშვი, 14 წლამდე მოზარდი, რომელიც დანაშაულს ჩაიდენს, გასაგებია, რომ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ ეკისრება, მაგრამ მთლად არ დარჩეს რეაგირების გარეშე-მოხდეს მისი რეაბილიტაცია- რესოციალიზაცია ერთის მხრივ, მეორეს მხრივ დანაშაულის პრევენცია“,-განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.
კობახიძე - ოპოზიციის მორიგი ე.წ გაერთიანება საერთოდ არ არის საინტერესო, ეს არის ალბათ მეათე ე.წ. ფანჩატური, რომელსაც ქმნიან ხოლმე, მერე შლიან
კობახიძე - როდესაც ევროკავშირის ელჩი ქართველ ხალხს ემუქრება სამოქალაქო ომით და გაღარიბებით, ეს უბრალოდ წარმოუდგენელია
ბოჭორიშვილი: „თუ ვინმემ უნდა შეცვალოს დამოკიდებულება, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ევროკავშირის ამჟამინდელი ბიუროკრატია ბრიუსელში
ჰერჩინსკი: მალე გაირკვევა, საქართველო ევროპულ ოჯახს ეკუთვნის თუ ბნელ წარსულს დაუბრუნდება
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)