|
2018-02-16 13:47:54, 1462 ნახვა
სამართალი
ქვეყნის მასშტაბით მოქმედ ყველა იზოლატორში, დაკავებული პირებისთვის სამედიცინო პერსონალი ხელმისაწვდომი იქნება
შინაგან საქმეთა სამინისტრომ დროებითი მოთავსების იზოლატორების განვითარების გეგმა წარადგინა. შსს-ს მიერ ამ მიმართულებით განხორციელებული და დაგეგმილი აქტივობები მოიცავს ინფრასტრუქტურის განვითარებას, არსებული ვიდეო-მეთვალყურეობის სისტემის და ელექტრონული ბაზის დახვეწას, იზოლატორებში მოთავსებულ პირთა სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაზრდას, დაკავებულთა კვებისა და სხვა პირობების გაუმჯობესებას, სტრუქტურულ რეორგანიზაციას, თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებას, სამართლებრივი ბაზის განახლებას. როგორც აღინიშნა, თებერვლის ბოლოს განახლებული იზოლატორი გაიხსნება ახალქალაქში, სადაც უკვე განხორციელდა შენობის სრული რეკონსტრუქცია. ასევე ახალი იზოლატორები აშენდება ბორჯომში, ბაკურიანსა და გუდაურში, ხოლო ზუგდიდსა და ახალციხეში ძველი იზოლატორები ახლით ჩანაცვლდება. დროებითი მოთავსების იზოლატორში განთავსებულ პირთა სამედიცინო მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, ქვეყნის მასშტაბით მოქმედ ყველა იზოლატორში დაკავებული პირებისთვის ხელმისაწვდომი იქნება სამედიცინო პერსონალი. ადმინისტრაციულპატიმრობაშეფარდებული პირების განსათავსებლად მოეწყობა ორი ახალი დაწესებულება აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში, რითაც შესრულდება საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციები. თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, შეიქმნება იზოლატორის მოსამსახურეთა სამუშაო აღწერილობები და განახლდება მომზადების/გადამზადების სასწავლო კურსი. ამასთან, საბაზისო სასწავლო კურსის გავლის გარეშე მოსამსახურე თანამდებობაზე ვერ დაინიშნება. პრეზენტაცია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უმაღლესი კომისრის ოფისის მხარდაჭერით გაიმართა.შეხვედრის ფარგლებში სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების, არასამთავრობო სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს მიეწოდათ ინფორმაცია შსს-ს მიერ ზემოთ ხსენებული მიმართულებით განხორციელებული და დაგეგმილი აქტივობების შესახებ. „სტრუქტურული და შინაარსობრივი რეფორმების პროცესში, შინაგან საქმეთა სამინისტრო ნერგავს ადამიანის უფლებებზე ორიენტირებულ სტანდარტებს. ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის შექმნის შემდეგ, სამინისტრო წარმოადგენს დროებითი მოთავსების იზოლატორების განვითარების გეგმას. პროექტის მიზანია დახურული ტიპის დაწესებულებებში სათანადო პირობების შექმნით და მუშაობის ახალი სტანდარტების დანერგვის გზით, დაკავებულთა უფლებების დაცვის უზრუნველყოფა“,-აცხადებენ შსს-ში.
თბილისში, ძმის ქორწილში ახალგაზრდა კაცი მოკლეს
ელისაშვილი არჩილ გორდულაძეს - ამოვგლიჯავ ენას, ხომ არ გონია 13 წელი ვიქნები ციხეში
სახალხო დამცველი პარლამენტს მოუწოდებს არ მიიღონ აზარტული თამაშების კანონში ცვლილებები
სს კრედო ბანკმა, თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, $10 მილიონის დამატებითი პირველადი კაპიტალის (AT1) კერძო ობლიგაციები განათავსა
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)