12:10 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-16 13:27:29, 1720 ნახვა

სამართალი
დროებითი მოთავსების იზოლატორებში ვიდეოჩანაწერების შენახვის ვადა 24 საათიდან 120 საათამდე გაიზარდა

შინაგან საქმეთა  სამინისტრომ დროებითი მოთავსების იზოლატორების განვითარების გეგმა  წარადაგინა.

შსს-ს მიერ  ამ მიმართულებით განხორციელებული და დაგეგმილი აქტივობები მოიცავს ინფრასტრუქტურის განვითარებას,  არსებული ციდეო-მეთვალყურეობის  სისტემის და ელექტრონული ბაზის დახვეწას, იზოლატორებში მოთავსებულ პირთა სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაზრდას, დაკავებულთა კვებისა და სხვა პირობების გაუმჯობესებას, სტრუქტურულ რეორგანიზაციას, თანამშრომელთა  კვალიფიკაციის ამაღლებას, სამართლებრივი ბაზის განახლებას.

კერძოდ, 2018 წლის თებერვლის დასაწყისში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე, იზოლატორებში წარმოებული ვიდეოჩანაწერების შენახვის ვადა 24 საათიდან 120 საათამდე გაიზარდა, რამაც დაკავებული ბრალდებულების  დროებითი მოთავსების იზოლატორებში ყოფნის მთელი პერიოდი მოიცვა.

როგორც აღინიშნა, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით, უკვე დაიწყო და ეტაპობრივად  განხორციელდება სარემონტო სამუშაოები წალკის, ჩხოროწყუს, ქობულეთის, სამტრედიისა და  ფოთის იზოლატორებში. შედეგად აღნიშნულ რეგიონებში საერთაშორისო სტანდარტების  შესაბამისი  იზოლატორები იფუნქციონირებს.

დაწყებულია მუშაობა  ვიდეო-მეთვალყურეობის  სისტემის  გასაუმჯობესებლად. საწყის ეტაპზე 6 მსხვილ იზოლატორში  ვიდეო-მეთვალყურეობის არსებული მოძველებული საშუალებები ჩანაცვლდება ახლით, რის შემდეგაც ჩანაცვლება ეტაპობრივად გაგრძელდება.

„სტრუქტურული და შინაარსობრივი რეფორმების პროცესში, შინაგან საქმეთა სამინისტრო ნერგავს ადამიანის  უფლებებზე ორიენტირებულ სტანდარტებს. ადამიანის უფლებათა დაცვის  დეპარტამენტის შექმნის შემდეგ, სამინისტრო წარმოადგენს  დროებითი  მოთავსების იზოლატორების განცითარების გეგმას. პროექტის მიზანია დახურული ტიპის  დაწესებულებებში სათანადო პირობების შექმნით და მუშაობის ახალი სტანდარტების დანერგვის გზით,  დაკავებულთა უფლებების დაცვის უზრუნველყოფა“,-აცხადებენ შსს-ში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კობახიძე - ოპოზიციის მორიგი ე.წ გაერთიანება საერთოდ არ არის საინტერესო, ეს არის ალბათ მეათე ე.წ. ფანჩატური, რომელსაც ქმნიან ხოლმე, მერე შლიან
კობახიძე - როდესაც ევროკავშირის ელჩი ქართველ ხალხს ემუქრება სამოქალაქო ომით და გაღარიბებით, ეს უბრალოდ წარმოუდგენელია
ბოჭორიშვილი: „თუ ვინმემ უნდა შეცვალოს დამოკიდებულება, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ევროკავშირის ამჟამინდელი ბიუროკრატია ბრიუსელში
ჰერჩინსკი: მალე გაირკვევა, საქართველო ევროპულ ოჯახს ეკუთვნის თუ ბნელ წარსულს დაუბრუნდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics