|
2018-02-16 12:21:13, 1527 ნახვა
საზოგადოება
იუსტიციის სახლი ახალი სერვისების დანერგვას აგრძელებს
იუსტიციის სახლი მომხმარებლებისთვის ახალი სერვისების შეთავაზებას განაგრძობს. უკვე დანერგილ 400-მდე მომსახურებას ამჯერად საერთაშორისო სიმბარათების გაცემის სერვისი დაემატა. იუსტიციის სახლი საზღვარგარეთ წასვლის მსურველ მოქალაქეს საშუალებას აძლევს, ერთ სივრცეში აიღოს ბიომეტრიული პასპორტი, სამოგზაურო დაზღვევა და უკვე დღეიდან - საერთაშორისო სიმბარათი. ამ სერვისის დანერგვის ინიციატივა ეკუთვნის იუსტიციის სახლს, რომელმაც ახალი მომსახურების მომწოდებელი მობილური ოპერატორი აუქციონის წესით შეარჩია. გამარჯვებული კომპანია მომხმარებლებს საერთაშორისო სიმბარათებს განსაკუთრებული პირობებით და სპეციალურ ფასად სთავაზობს. მომხმარებლებს საერთაშორისო სიმბარათის შეძენა 15 ლარად შეეძლებათ. ბარათი ითვალისწინებს შემდეგ პირობებს: დაფარვის ზონა - 200-ზე მეტი ქვეყანა; უფასო შემომავალი ზარები - 150-მდე ქვეყანა; გამავალი ზარი - 0.09 დოლარიდან; უფასო შემომავალი მოკლე ტექსტური შეტყობინება (SMS) – მთელ მსოფლიოში; გამავალი მოკლე ტექსტური შეტყობინება (SMS) – 0.05 დოლარიდან; მობილური ინტერნეტი - 140-მდე ქვეყანა; GPRS 1MB – 0.005 დოლარიდან; მუდმივი ნომერი; არანაირი სააბონენტო გადასახადი. საერთაშორისო სიმბარათის შეძენა შეუძლია ყველა სრულწლოვან მოქალაქეს იუსტიციის სახლის ნებისმიერ ფილიალში. „იუსტიციის სახლი პირველი სახელმწიფო ორგანიზაციაა, რომელმაც დანერგა კერძო სექტორის სერვისები. ჩვენ მუდმივად ვზრუნავთ, მომხმარებლებს შევთავაზოთ მათთვის საჭირო და მოთხოვნადი მომსახურება. კერძო სექტორის სერვისების დანერგვის ეტაპზე იუსტიციის სახლისთვის პრიორიტეტულია მომხმარებელი და ორიენტირებული ვართ, მოქალაქემ კომფორტულ გარემოში განსაკუთრებული პირობების მქონე პროდუქტი საუკეთესო, ექსკლუზიურ ფასად მიიღოს“, - განაცხადა იუსტიციის სახლის აღმასრულებელმა დირექტორმა, გივი აზაურაშვილმა. იუსტიციის სახლი აქტიურად მუშაობს სახელმწიფო თუ კერძო სერვისების ხელმისაწვდომობის ზრდაზე, რასაც მომავალშიც გააგრძელებს.
(NS)
ვენსი ტრამპის მემკვიდრეობისთვის ბრძოლას იწყებს: როგორ იყენებს ვიცე-პრეზიდენტი რესპუბლიკელების დამარცხებას - Axios
The Independent: რუბიომ შესაძლოა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანამდებობა დატოვოს, რათა 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა
Starshield-დან რუსულ ნავთობამდე: დემოკრატები ტრამპის ქმედებებზე კონგრესის გამოძიებას ამზადებენ
ზახაროვა ფარცხალაძის ფონდზე: გვჯერა, წვლილს შეიტანს რუსეთ-საქართველოს კავშირის ზრდაში
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)