12:10 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-16 11:52:03, 1699 ნახვა

სამართალი
მაჩალიკაშვილის სახლში დღეს ბალისტიკური ექსპერტიზა ჩატარდება

პანკისის ხეობაში, სპეცოპერაციის შედეგად გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის სახლში, დღეს ბალისტიკური ექსპერტიზა ჩატარდება.

საგამოძიებო უწყების წარმომადგენლები ასევე რამდენიმე ადგილობრივის გამოკითხვას გეგმავენ.

როგორც მაჩალიკაშვილების ოჯახის ადვოკატმა, მარიამ კუბლაშვილმა „რუსთავი 2“-ს განუცხადა, ხელახალი ექსპერტიზის ჩატარება პროკურატურამ ზეპირი შუამდგომლობის საფუძველზე დააკმაყოფილა.

“ჩვენ გვაქვს ზეპირი შუამდგომლობა, რომ ჩატარდეს ხელახალი ექსპერტიზა , უშუალოდ ბალისტიკა.გაიხსნას კედელი, რამდენიმე მეზობელია დასაკითხი, რომელთაც მკაფიოდ ესმოდათ ხმა, თუ როგორ ჩხუბობდნენ სპეცრაზმის თანამშრომლები ეზოში და როგორ ესაუბრებოდნენ და რას ეუბნებოდნენ ერთმანეთს, უშუალოდ ამ დეტალებზე გავამახვილებთ ყურადღებას“, - აღნიშნა კუბლაშვილმა.

როგორც დამოუკიდებელი ექსპერტი, ზაზა ალთუნაშვილი აცხადებს, საქმის მასალების გაცნობის დროს, წარმოიშვა გარკვეული საკითხები, რომლის დაზუსტებაც შემთხვევის ადგილის ხელახლა დათვალიერებს საჭიროებს.

„ჩატარდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები, რათა აღმოჩენილ იქნას სხვა დანარჩენი ფაქტორები, რომელიც ერთობლიობაში შექმნის იმ სურათს, რომ მთლიანი ტყვია იქნეს სრულყოფილად წარმოდგენილი“, - განაცხადა ალთუნაშვილი.

შეგახსენებთ, რომ 26 დეკემბერს პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი თავის არეში დაიჭრა. როგორც სუს-ში განაცხადეს, მაჩალიკაშვილს ხელყუმბარის მოქმედებაში მოყვანა უნდოდა და მის მიმართ გასროლა სწორედ ამიტომ განხორციელდა. დაშავებული თავდაპირველად თელავის რეფერალურ საავადმყოფოში, ხოლო მოგვიანებით თბილისში, წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის კლინიკაში გადაიყვანეს. თემირლან მაჩალიკაშვილი ორი კვირის განმავლობაში უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა. ჯანდაცვის სამინისტრო ევროპისა და თურქეთის რამდენიმე კლინიკასთან მოლაპარაკებებს აწარმოებდა და საბოლოოდ მაჩალიკაშვილის თურქეთის "კოჩის" კლინიკაში გადაყვანა გადაწყდა, თუმცა, 10 იანვარს იგი გარდაიცვალა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კობახიძე - ოპოზიციის მორიგი ე.წ გაერთიანება საერთოდ არ არის საინტერესო, ეს არის ალბათ მეათე ე.წ. ფანჩატური, რომელსაც ქმნიან ხოლმე, მერე შლიან
კობახიძე - როდესაც ევროკავშირის ელჩი ქართველ ხალხს ემუქრება სამოქალაქო ომით და გაღარიბებით, ეს უბრალოდ წარმოუდგენელია
ბოჭორიშვილი: „თუ ვინმემ უნდა შეცვალოს დამოკიდებულება, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ევროკავშირის ამჟამინდელი ბიუროკრატია ბრიუსელში
ჰერჩინსკი: მალე გაირკვევა, საქართველო ევროპულ ოჯახს ეკუთვნის თუ ბნელ წარსულს დაუბრუნდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics