2018-02-16 09:41:50, 1619 ნახვა
ეკონომიკა
დოლარი დღეს 2.4592 ლარი ღირს
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში გაუფასურდა.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი დღეს, 2.4592 ლარი ღირს, გუშინ მოქმედი კურსით კი, მისი შეძენა 2.4480 ლარად იყო შესაძლებელი. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0112 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, 1 ევრო დღეს, 3.0691 ლარი ღირს, გუშინ კი, მისი ღირებულება 3.0247 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0444 ლარი შეადგინა.
ავტორი: ,