|
2018-02-15 17:57:12, 1792 ნახვა
კომენტარი
გუგეშაშვილი: კუდების გამობმა მოინდომეს, როცა ხედავდნენ, დღე და ღამ სავადმყოფოში ვიყავი მაჩალიკაშვილის უბედურების დროს
დოდო გუგეგშაშვილის შვილი გრიგოლ (ნოდო) გუგეშაშვილი საბურთალოს ძმათა სასაფლაოზე დაკრძალეს. დოდო გუგეშაშვილი შვილის დაკრძალვაზე ღუდუშაურის კლინიკიდან რეანომობილით მიიყვანეს. მას მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია, მხოლოდ დაკრძალვაზე მყოფ თამაზ მაჩალიკაშვილის ოჯახთან დაკავშირებით ისაუბრა: „ამისი შვილი ჩემი ძმისშვილი იყო. ჩვენ საუკუნეა ძმები ვართ. მე მართლმადიდებელი ქრისიტიანი ვარ, ჩემი ძმა ახლა არის მუსულმანი. ჩვენ ძმები ვართ იმიტომ, რომ ორთავე ამ ქვეყნის შვილები ვართ. მალხაზი სულით, გულით, სისხლით, ხორცით არის საქართველოს პატრიოტი. ეს კაცი ჩემი ძმა არის და ჩემი ჭირისუფალია ისევე, როგორც მე მისი და მისი ოჯახის ჭირისუფალი ვარ. ამ ყველაფერს იმიტომ ვამბობ, რომ რაღაც კუდების გამობმა მოინდომეს, როცა ხედავდნენ, რომ დღე და ღამ სავადმყოფოში ვიყავი თემირლანის უბედურების დროს. იცოდეთ, რომ ეს კაცი ძალიან მაგარი ქართველია. კბილებით ეჭირა ამას და პანკისის ხეობას საქართველოს ის ნაწილი და დაიჭერენ ხვალაც და ზეგაც. მტერს იქედან არ შემოახედებენ საქართველოსკენ“,-განაცხადა დოდო გუგეშაშვილმა. შეგახსენებთ, დიღმის მასივში, გუგეშაშვილების ოჯახზე თავდასხმა 7 თებერვალს მოხდა. შედეგად მოკლულია ნოდარ გუგეშაშვილი, ხოლო დოდო გუგეშაშვილი მძიმედ დაიჭრა. დამნაშავე ამ დრომდე დაკავებული არ არის. გამოძიება განზრახ მკვლელობის და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 19-109-ე მუხლებით მიმდინარეობს.
სერბეთის საპარლამენტო არჩევნებში მმართველმა პარტიამ ისტორიული მარცხი განიცადა, ვუჩიჩმა სტუდენტებთან დამარცხება აღიარა
საქართველო ივანიშვილის გარეშე დიდი საპროტესტო აქცია თბილისში - ვიდეო
პრაღაში ათიათასობით ადამიანი საზოგადოებრივი მაუწყებლობის რეფორმის წინააღმდეგ საპროტესტო აქციას მართავს
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)