|
2018-02-15 16:20:24, 923 ნახვა
რეგიონი
აჭარაში სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიებზე დაღუპული გმირები გაიხსენეს
აჭარის მთავრობის წარმომადგენლებმა უცხოეთში დაღუპული გმირები გაიხსენეს 15 თებერვალს, მსოფლიოში სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიებზე დაღუპულ მებრძოლთა ხსოვნის დღე აღინიშნება. თარიღთან დაკავშირებით, ბათუმის მერიის, აჭარის მთავრობის, უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლები და ომის ვეტერანები გმირთა ხეივანში შეიკრიბნენ და უცხოეთში დაღუპული გმირები გაიხსენეს. აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო, პროგრამის ფარგლებში, 2012 წელს ავღანეთის ომში დაღუპული სამი ჯარისკაცის დედებსა და მეუღლეებს 3 მარტს 1,000-1,000 ლარს, ხოლო აგვისტოს თვეში 3,000- 3,000 ლარს გადასცემს. ბათუმის მერიამ კი დღევანდელ თარიღთან დაკავშირებით ავღანეთის ომში დაზარალებული ოთხი მეომრის ოჯახებს ერთჯერადი მატერიალური დახმარების სახით 300-300 ლარი გადასცა. გარდა ამისა, მერია ომის ვეტერანების მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობას, ტელეფონის სააბონენტო და კომუნალურ ხარჯებს აფინანსებს. საბჭოთა ჯარები ავღანეთში 1979 წლის დეკემბერში შეიჭრნენ. 10-წლიანი ომის დროს, ავღანეთში საქართველოდან 5 000-მდე ჯარისკაცი იბრძოდა, მათგან 128 დაიღუპა, 300 დაზარალდა, 7 კი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.
(NS)
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)