2018-02-15 15:10:32, 2004 ნახვა
სამართალი
რუსთავის №1 საჯარო სკოლაში პოლიცია და სახანძრო-სამაშველო ჯგუფებია მობილიზებული
რუსთავის №1 საჯარო სკოლაში საპატრულო პოლიცია და სახანძრო-სამაშველო ჯგუფებია მობილიზებული.
გავრცელებული ინფორმაციით, 112-ზე სკოლის შენობაში ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ შევიდა შეტყობინება.
როგორც "ექსპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე შესაბამისი სამსახურები შეტყობინების საფუძველზე მივიდნენ. თუმცა, უწყებაში ამ დროისთვის არ აკონკრეტებენ, რა სახის შეტყობინებაზეა საუბარი.
ავტორი: ,