04:19 - 06 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-15 14:52:20, 1855 ნახვა

საზოგადოება
თბილისის მერმა ურბანული განვითარების სამსახურის უფროსად ვახტანგ ჯოხაძის კანდიდატურა წარადგინა

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსად ვახტანგ ჯოხაძის კანდიდატურა წარადგინა. 

თბილისის მერის განცხადებით, ქალაქის ქაოტური განაშენიანება ერთ-ერთ სერიოზულ  პრობლემას წარმოადგენს და არსებული გამოწვევების გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია, თბილისის მერიამ ქალაქის ურბანული განვითარების სწორი ხედვის ჩამოყალიბება და ურბანული პოლიტიკის განსაზღვრა უზრუნველყოს. 

„სწორედ ამ მიზნით, ჩვენ არქიტექტურის სამსახურიდან ურბანულ განვითარებასთან დაკავშირებული ფუნქციები გამოვყავით და ახალი, ურბანული განვითარების სამსახური შევქმენით, რომელიც ურბანული განვითარების პოლიტიკას ტრანსპორტისა და გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურებთან მჭიდრო კოორდინაციით შეიმუშავებს და განახორციელებს. დღეს მინდა წარმოგიდგინოთ ახალი საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელის კანდიდატურა - ვახტანგ ჯოხაძე, რომელიც პროფესიით ურბანისტია, სივრცითი დაგეგმვისა და სამშენებლო საქმიანობის ექსპერტი; აქვს ამ მიმართულებით მუშაობის გამოცდილება, როგორც  კერძო სექტორში, ასევე საჯარო სამსახურში; შესრულებული აქვს მნიშვნელოვანი პროექტები სივრცითი მოწყობისა და ქალაქგეგმარების მიმართულებით“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

დედაქალაქის მერმა ვახტანგ ჯოხაძეს წარმატება უსურვა და აღნიშნა, რომ მისი კანდიდატურა დასამტკიცებლად, თბილისის საკრებულოს წარედგინება. 

„დარწმუნებული ვარ, ჩვენ ერთად შევძლებთ იმ პრობლემების მოგვარებას, რომელიც დღეს ქალაქისთვის აქტუალურია. ვიცით, რომ ამ მიმართულებით მწვავე პრობლემა არსებობს, რომლის მოგვარებასაც, დარწმუნებული ვარ, ერთიანი ძალისხმევით შევძლებთ“, - აღნიშნა თბილისის მერმა. 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ვენსი ტრამპის მემკვიდრეობისთვის ბრძოლას იწყებს: როგორ იყენებს ვიცე-პრეზიდენტი რესპუბლიკელების დამარცხებას - Axios
The Independent: რუბიომ შესაძლოა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანამდებობა დატოვოს, რათა 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა
Starshield-დან რუსულ ნავთობამდე: დემოკრატები ტრამპის ქმედებებზე კონგრესის გამოძიებას ამზადებენ
ზახაროვა ფარცხალაძის ფონდზე: გვჯერა, წვლილს შეიტანს რუსეთ-საქართველოს კავშირის ზრდაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics