|
2018-02-15 14:22:51, 1592 ნახვა
კომენტარი
თეა წულუკიანი: ორი პროკურატურა ჩვენს ქვეყანაში ვერ იარსებებს
საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი არასამთავრობო ოერგანიზაციების განცხადებაზე საპასუხოდ აღნიშნავს, რომ საქართველოში მეორე დევნის ორგანო-პროკურატურა ვერ შეიქმნება. წულუკიანის განმარტებით, ეს არც საერთაშორისო ვალდებულებითაა გათვალისწინებული და არც ევროპული სტანდარტია ასეთი: „პირველი ეხება მათ ტრადიციულ მოთხოვნას, რომ საქართველოში შეიქმნას მეორე დევნის ორგანო, ანუ პროკურატურა, ამაზე პასუხი უარყოფითია.ჩვენ არც რაიმე საერთაშორისო ვალდებულება გვაქვს, არც ევროპული სტანდარტია ასეთი, ამბობენ რა ისინი ამას, ვერ ასახელებენ ვერცერთ ევროპულ ქვეყანას, სადაც არსებობს 2 პროკურატურა. ჩვენს ქვეყანაშიც ვერ იარსებებს. ეს არ არის არც ჩვენი ნება, არც სწორი, არც გამართლებული და ქვეყნის განვითარებისთვის ეს კარგი არ არის, უფრო მეტიც, არ არსებობს არც ერთ ევროპულ ქვეყანაში.ჩვენი ევროპული ვალდებულება იყო საგამოძიებო მექანიზმის შექმნა, ეს საგამოძიებო მექანიზმი იქმნება დამცავი გარანტიებით ინსპექტორის გამომძიებლებისთვის, რომ პროკურორის ნებაზერ არ იყოს ყველაფერი მიტოვებული“,-განაცხადა წულუკიანმა. დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის განხილვად დანაშაულთა წრის გაფართოვებაზე, მინისტრის პასუხი ასეთია: „ჩვენ რაც გვაქვს საერთაშორისო ვალდებულებით აღებული, იმ დანაშაულებისთვის ვქმნით საგამოძიებო მექანიზმს. ის, რომ ე.წ. ჩადება ყოფილიყო დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის განხილვადი დანაშაული, არასდროს ყოფილა მოთხოვნა, ეს არის სიახლე და არც საერთაშორისო ვალდებულება ყოფილა. ამიტომ, ჩვენ გვაქვს წამების, მუქარის მუხლები, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა, ან ძალადობა, რომელიც შეიძლება იყოს ჩადენილი სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის მიერ“,-აღნიშნა წულუკიანმა. საქართველოში სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური 2019 წლის 1 იანვრიდან შეიქმნება, რომელიც სამართალდამცველთა მიერ ჩადენილ შესაძლო დანაშაულის, არასათანადო, ან დამამცირებელი მოპყრობის, წამების, წამების მუქარის და გადაცდომების ფაქტებს გამოიძიებს.
EIU: დემოკრატიის ინდექსში საქართველო 5 ადგილით ჩამოქვეითდა
Financial Time: საფრანგეთი და გერმანია ევროკავშირში უკრაინის სიმბოლურად გაწევრიანების ვარიანტს განიხილავენ
დონალდ ტრამპის განცხადებით, მზადაა პირადად შეხვდეს ირანის ხელმძღვანელობას
კოსი: საქართველოში ბოლო დროს შემუშავებული კანონმდებლობები შეშფოთებას იწვევს
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)