2018-02-15 13:05:35, 1518 ნახვა
სამართალი
თურქმა მესაზღვრეებმა საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს მოქალაქეები დააკავეს
თურქმა მესაზღვრეებმა საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის დროს საქართველოს 3 მოქალაქე დააკავეს, - ამის შესახებ sondakikahaber იუწყება.
მედია საშუალების ინფორმაციით, მესაზღვრეებმა მოქალაქეები თურქეთიდან საქართველოში მიმავალ ავტობუსში მოწყობილ სამალავში აღმოაჩინეს.
მედიის ცნობით, დაკავებულია ერთი მამაკაცი და ორი ქალი. ადგილობრივი პოლიციის თქმით, მათ თურქეთში შესვლა აკრძალული ჰქონდათ.
თურქეთის პროკურატურის გადაწყვეტილებით, მათი საქართველოში დეპორტაცია განხორციელდა.
ავტორი: ,