|
2018-02-15 11:12:32, 1518 ნახვა
კომენტარი
პრემიერი: საქართველოს განვითარების დღის წესრიგისადმი აშშ-ის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დადასტურდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარის აშშ-ში ვიზიტს გამოეხმაურა და მას ძალიან წარმატებული უწოდა. კვირიკაშვილის თქმით, ვიზიტის ფარგლებში კიდევ ერთხელ დადასტურდა ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერა საქართველოს განვითარების დღის წესრიგის, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი: "მინდა გამოვეხმაურო პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტს აშშ-ში. ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშნელოვანი და წარმატებული ვიზიტი იყო. პარლამენტის სპიკერი შეხვდა პოლ რაიანს, წარმოადგენელთა პალატის სპიკერს, ასევე არაერთ კონგრესმენს და ჰქონდა საინტერესო გამოსვლა ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტში. კიდევ ერთხელ დადასტურდა მყარი მხარდაჭერა აშშ-ის საქართველოს განვითარების დღის წესრიგისადმი, ასევე ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი. მნიშვნელოვანია, რომ ყველა შეხვედრაზე იყო საუბარი იმ პოზიტიურ ძვრებზე, რომელიც საქართველოში მიმდინარეობს, რაც აუცილებელია ჩვენმა მეგობრებმა, როგორც უმნიშნელოვანესმა მონაწილეებმა ამ პროგრესის, იცოდნენ და ადასტურებდნენ საქართველოში მიმდინარე რეფორმების წარმატებას", - განაცხადა კვირიკაშვილმა და დასძინა, რომ ორ ქვეყანას შორის საპარლამენტო განზომილებას უმნიშვნელოვანესი როლი ეკისრება.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)