|
2018-02-14 13:02:34, 2069 ნახვა
მსოფლიო
ბელარუსში დაკავებულ ე.წ. კანონიერ ქურდს „გელა გალსკის“ პატიმრობა, „სულიკო სუხუმსკის“ კი, საქართველოში დეპორტაცია ემუქრება
ბელარუსში დაკავებული ორი ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდიდან ერთს პატიმრობა, მეორეს კი, დეპორტაცია ემუქრება - ამის შესახებ Sputnik.by იუწყება. ბელარუსის მილიციის პოლკოვნიკის ვლადიმერ ტიხინიას ინფორმაციით, გელა ქარდავას (გელა გალსკი) წინააღმდეგ საქმე ყალბი დოკუმენტების გამოყენების მუხლითაა აღძრული. მისივე თქმით, აღკვეთის ღონისძიების სახით მას პატიმრობა შეეფარდა. ბრალის დამტკიცების შემხთვევაში ქარდავას სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. "რაც შეეხება მეორე დაკავებულს, სულიკო შარიქაძეს (სულიკო სუხუმსკი), მიღებულია გადაწყვეტილება საქართველოში მისი იძულებითი დეპორტაციის შესახებ. გამოთხოვილია აუცილებელი დოკუმენტაცია. უახლოეს დღეებში ჩვენ მას ქვეყნიდან გავაძევებთ“, - განაცხადა ტიხინიამ. შეგახსენებთ, რომ მინსკის ეროვნულ აეროპორტში გელა ქარდავა 17 იანვარს, ხოლო სულიკო შარიქაძე 18 იანვარს დააკავეს.
ილონ მასკმა უკრაინის შეიარაღებული ძალები Starlink-ის შეტევითი თავდასხმებისთვის გამოყენებაში დაადანაშაულა
იტალიაში ახალი საპროტესტო აქციები გაიმართა: 400-მდე დემონსტრანტი დააკავეს
აშშ-ის სენატორებმა მოითხოვეს Starlink-ის რუსეთის ტერიტორიაზე საჰაერო დარტყმებისთვის გამოყენების ნებართვა
საფრანგეთში ფასების ზრდის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები განახლდა - ორგანიზატორების თქმით, 800 000 ადამიანი მონაწილეობდა.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)