|
2018-02-14 10:56:12, 1643 ნახვა
საზოგადოება
კალაძის გადაწყვეტილებით, კეთილმოწყობისა და არქიტექტურის სამსახურის 2 თანამშრომელი სამსახურიდან გათავისუფლებულია
დედაქალაქის მერის კახა კალაძის გადაწყვეტილებით, თბილისის მერიის კეთილმოწყობისა და არქიტექტურის სამსახურის ორი თანამშრომელი სამსახურიდან გათავისუფლებულია. ამის შესახებ კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი თბილისის მერის განმარტებით, პირების მიერ ინტერესთა შეუთავსებლობის წესის დარღვევა - კერძოდ კი, ოჯახის წევრებთან დაკავშირებული საქმისწარმოებაში მიკერძოებული გადაწყვეტილებებია. „მერიის შიდა აუდიტის სამსახურმა რამდენიმე სამსახურის მიმართულებით დაიწყო მოკვლევა და კონკრეტული დარღვევები გამოიკვეთა. ეს ეხება კეთილმოწყობისა და არქიტექტურის სამსახურების ორი თანამშრომლის მიერ ინტერესთა შეუთავსებლობის წესის დარღვევას. კერძოდ, ადგილი ჰქონდა ოჯახის წევრებთან დაკავშირებულ საქმისწარმოებაში მიკერძოებულ გადაწყვეტილებებს. მსგავსი ფაქტები, რა თქმა უნდა, ცუდად აისახება თბილისის მერიის იმიჯზე და მერიის თანამშრომლების მუშაობის ხარისხზე“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, დედაქალაქის მერიას მხოლოდ პროფესიონალი, კეთილსინდისიერი ადამიანები სჭირდება, ვინც ქალაქსა და აქ მცხოვრებ მოქალაქეებს მოემსახურება. დედაქალაქის მერმა აუდიტის სამსახურის უფროსსა და თბილისის ვიცე-მერს აღნიშნულ საკითხზე დაწყებული მოკვლევის დასრულება და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება დაავალა. „ხალხმა აგვირჩია იმისთვის, რომ ქალაქს კეთილსინდისიერად მოვემსახუროთ. ჩვენ უნდა შევქმნათ ერთი დიდი ოჯახი, რომელიც თბილისში მცხოვრები ადამიანების მსახური იქნება. მესმის, რომ შეიძლება ვიღაცას რაღაც გაუჭირდეს, პრობლემები ჰქონდეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვიღაცამ არაკეთილსინდისიერად იმოქმედოს. თუ ვინმეს რაიმე პრობლემა აქვს, დავეხმარებით, მაქსიმალურად ხელს შევუწყობთ და არა ეს ქმედებები, რაც ამ ორ ადამიანთან მიმართებაში გამოიკვეთა. ეს დამოკიდებულება კატეგორიულად მიუღებელია“, - აღნიშნა თბილისის მერმა. (NS)
ვენსი ტრამპის მემკვიდრეობისთვის ბრძოლას იწყებს: როგორ იყენებს ვიცე-პრეზიდენტი რესპუბლიკელების დამარცხებას - Axios
The Independent: რუბიომ შესაძლოა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანამდებობა დატოვოს, რათა 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა
Starshield-დან რუსულ ნავთობამდე: დემოკრატები ტრამპის ქმედებებზე კონგრესის გამოძიებას ამზადებენ
ზახაროვა ფარცხალაძის ფონდზე: გვჯერა, წვლილს შეიტანს რუსეთ-საქართველოს კავშირის ზრდაში
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)