|
2018-02-13 15:42:30, 2392 ნახვა
მსოფლიო
ჟირინოვკსი: სააკაშვილი ნარინჯისფერი რევოლუციების ლენინია - ნობელის პრემიაზე უნდა წარადგინონ
რუსეთის ”ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის” თავმჯდომარემ და პრეზიდენტობის კანდიდატმა ვლადიმერ ჟირინოვსკიმ საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს „ნარინჯისფერი რევოლუციების ლენინი“ უწოდა. ამის შესახებ ჟირინოვსკიმ რადიო "ვესტი FM"-ის ეთერში განაცხადა. მისი თქმით, სააკაშვილი ნობელის პრემიაზე უნდა წარადგინონ. „ის უნდა შევიცოდოთ. მიხეილ ნიკოლოზის ძე სააკაშვილი ყველა ნარინჯისფერი რევოლუციის ორგანიზატორია. სააკაშვილი ნობელის პრემიაზე უნდა წარადგინონ. ის პრაქტიკოსია, ის ნარინჯისფერი რევოლუციების ლენინია“, - განაცხადა პოლიტიკოსმა. შეგახსენებთ, რომ 12 თებერვალს კიევის ერთ-ერთ რესტორანში საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სპეცრაზმელებმა დააკავეს. ამის შემდეგ ყოფილი პრეზიდენტი პოლონეთში გააძევეს და განაცხადეს, რომ მას უკრაინის ტერიტორიაზე ლეგალურად ყოფნის საფუძველი არ ჰქონდა. თავად სააკაშვილი გაძევებას პოლიტიკურ დევნად აფასებს და აცხადებს, რომ ეს ვლადიმერ პუტინის, პეტრო პოროშენკოს და ბიძინა ივანიშვილის ერთობლივი გადაწყვეტილებაა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)