17:19 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-14 19:34:09, 528 ნახვა

ეკონომიკა
სერ სუმა ჩაკრაბარტი: საქართველოს ბევრი მიზეზი აქვს, რომ ოპტიმისტურად იყოს განწყობილი

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტის სერ სუმა ჩაკრაბარტის შეფასებით, საქართველოში ბიზნესებზე ორიენტირებული საგადასახადო სისტემაა, რაც ქვეყნისთვის დიდი მიღწევაა.

ამის შესახებ ჩაკრაბარტიმ EBRD საინვესტიციო სესიაზე განაცხადა.

„საქართველოში არის სტაბილურობა, სადაც ინვესტორს თავისი კაპიტალის დაბანდების არ ეშინია. ჩვენ შეგვიძლია, საქართველოს ეს მიღწევები მივულოცოთ, მაგრამ  ჩვენ არ ვთვლით, რომ ამაზე უნდა გავჩერდეთ. ანუ კიდევ მეტია გასაკეთებელია. ჩვენ უფრო მეტსაც გავაკეთებთ, რომ მიღწეული გავამყაროთ. გავაგრძლებთ ეკონომიკური რეფორმების გატარებას“, – აღნიშნა ჩაკრაბარტიმ.

რაც შეეხება საქართველოს მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობას, ჩაკრაბარტის თქმით, მსოფლიოში რთული ეკონომიკური ვითარებაა და საქართველო ამ მხრივ გამონაკლისი ვერ იქნებოდა.

„რუსული ეკონომიკის შესუსტება, ნავთობის ფასის შეცვლა, გადარიცხვების რაოდენობის შემცირება –  ეს ყველაფერი რა თქმა უნდა ქვეყნის ეკონომიკაზე მოქმედებს.  ჩვენ,  დღეს ვართ საქართველოში და დაინტერესებულ მხარეებთან ვსაუბრობთ, თუ რა უნდა გავაკეთოთ, რომ გავუმკლავდეთ იმ პრობლემებს, რომელთა წინაშე ქვეყანა დგას.  როგორ გავუმკლავდეთ გარე შოკებს, როგორ გავხდეთ უფრო ძლიერები. ჩვენ გვაქვს სამი პრიოიტეტი ჩვენს რეგიონში. უპირველეს ყოვლისა გაძლიერდეს ეკონომიკური მდგრადობა, ამას სჭირდება სხვა რამდენიმე ნაბიჯი, რომ გაძლიერდეს ინვესტირების კლიმატი. ამ თვალსაზრისით საქართველოში არსებობს მყარი პლატფორმა ამ დიალოგის გასამართად.ასევე აუცილებელია  რეგიონალური ინტეგრაცია, ინვესტირების ხელშეწყობა,  რომელიც გააძლიერებს ეკონომიკურ და ინფრასტრუქტურულ კავშირებს საზღვრებს შორის. საქართველო ამ შემთხვევაში არის ლოგიკური, ბუნებრივი, ლოგისტიკური კვანძი რეგიონში. ჩვენ EBRD–ში ვსაუბრობთ რეგიონალურ და გლობალურ პრობლემებზე, რესურსების ეფექტურობაზე, კლიმატის ცვლილებაზე, ენერგოეფექტურობაზე.  საქართველო  შეიძლება იყოს როლური მოდელი ამ შემთხვევაში“, – აღნიშნა ჩაკრაბარტიმ.

მისივე თქმით, საქართველო ეკონომიკური ტრანსფორმაციის ახალ ეტაპზე გადადის.

ევრობანკის პრეზიდენტი ფიქრობს, რომ საქართველოს ძალიან ბევრი მიზეზი აქვს ოპტიმისტურად იყოს განწყობილი.

„ოპტიმისტური განწყობის მიზეზია, ადამიანები, ქვეყნის უნიკალური გეოგრაფიული განლაგება, ასევე ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება, რომელსაც ხელი მოეწერა შარშან–  ეს ყველაფერი ხელს უწყობს ეკონომიკური რეფორმების განხორციელების გაგრძლეებას.  დარწმუნებული ვარ, საქართველოში რეფორმები გაგრძელდება და ეს ქვეყნისათვის კარგი საფუძველი იქნება, წარმატებული განვითარება გააგრძელოს“, – განაცხადა სერ სუმა ჩაკრაბარტიმ.  





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანია აგროტექნომ ქართულ ბაზარზე ახალი ბრენდი - Weitai შემოიყვანა
ცოფის შემთხვევის დაფიქსირების გამო, წალკაში კარანტინი გამოცხადდა
ბაზისბანკის მხარდაჭერით ფულის გლობალური კვირეულისადმი მიძღვნილი ნახატების კონკურსი "ჩემი რეგიონი - ჩემი ბანკნოტი" დასრულდა
RECSOL-მა Altaris-ის „საუკეთესო მწვანე ინიციატივის“ ჯილდო მიიღო - „თეგეტა ჰოლდინგის“ მხარდაჭერით საქართველოში საბურავების გადამმუშავებელი საწარმო შენდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics