|
2018-02-12 14:42:28, 1551 ნახვა
კომენტარი
სერგეენკო: შრომის ინსპექტორის ფუნქცია ამა თუ იმ ობიექტზე 24 საათის განმავლობაში მეთვალყურეობა არ არის
შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, პარლამენტი მიმდინარე კვირას შრომის უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით კანონპროექტს მეორე მოსმენით განიხილავს. როგორც სერგეენკომ საკომიტეტო მოსმენისას აღნიშნა, გამჭვირვალე და სამართლიანი შრომის ინსპექციის ინსტიტუციის გაძლიერება მნიშვნელოვანია. ამავდროულად, მინისტრი ამბობს, რომ ბევრად მნიშვნელოვანია, საზოგადოებას შრომის უსაფრთხოების საკითხის მართვის იერარქიაზე სწორი წარმოდგენა ჰქონდეს. “შრომის ინსპექტორის ფუნქცია ამა თუ იმ ობიექტზე 24 საათის განმავლობაში მეთვალყურეობა არ არის. შრომის ინსპექტორის ფუნქციაა სისტემური მოდულების შემოწმება. მაგალითად, ცხელ საამქროში არის თუ არა ჰაერის გაგრილების სისტემა, სამშენებლო და მაღალი სიმაღლის ობიექტებზე არის თუ არა კონკრეტული სტანდარტების შესაბამისი დამცავი ინდივიდუალური და კოლექტიური აღჭურვილობა. შრომის ინსპექტორი სწორედ ამას ამოწმებს და არა იმას, თუ რამდენად იცავენ იქ მომუშავე ადამიანები ამ აღჭურვილობის, თუ ტექნოლოგიის სწორად გამოყენების წესებს - შრომის ინსპექტრი ნახულობს, არსებობს თუ არა ეს მოდულები. მეორე, ეს არის ეკონომიკის სამინისტროს ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისი სამსახური, რომელიც გარკვეულ მშენებლობებზე პირდაპირ ზედამხედველობას აწესებს და არის პოლიტიკის მთავარი შემმუშავებელი შრომის უსაფრთხოების რეგულაციების შექმნაში. მესამე იერარქია შრომის უსაფთხოებაში არის ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ტექნიკური ზედამხედველობის სამსახურები, რომლებიც არჩევითად ახორციელებენ ზედამხედველობას, სრულდება თუ არა ესა თუ ის პირობა. მეოთხე - ეს არის საერთოდ არარსებული, თუ რუდიმენტულად არსებული, მაგრამ რატომღაც საზოგადოების ყურადღების გვერდზე დატოვებული ეშელონი, რომლესაც საკუთრივ კომპანიების უსაფრთხოების სამსახურები ჰქვია. მათი პირდაპირი ამოცანაა, რომ 24/7-ზე რეჟიმში აწარმოოს მეთვალყურეობა, თუ რამდენად სრულდება შრომის ინსპექტორის მიერ შემოწმებული, ეკონომიკის სამინისტრის მიერ შექმნილი და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების მიერ დაზუსტებული და იმპლემენტირებული რეგულაციები. შრომის ინსპექტირებზე აქცენტირება სწორია, მართალია, მაგრამ ასევე აუცილებელია აქცენტირება გაკეთდეს მეოთხე ეშელონზე”, - განმარტა ჯანდაცვის მინისტრმა.
სერბეთის საპარლამენტო არჩევნებში მმართველმა პარტიამ ისტორიული მარცხი განიცადა, ვუჩიჩმა სტუდენტებთან დამარცხება აღიარა
საქართველო ივანიშვილის გარეშე დიდი საპროტესტო აქცია თბილისში - ვიდეო
პრაღაში ათიათასობით ადამიანი საზოგადოებრივი მაუწყებლობის რეფორმის წინააღმდეგ საპროტესტო აქციას მართავს
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)