|
2018-02-12 11:32:53, 1693 ნახვა
კომენტარი
დავით სერგეენკო: ჭიაბერაშვილის მოსაწონი შეუძლებელია, გავაკეთო
ჯანდაცვის მინისტრს პარლამენტში უსმენენ. დავით სერგეენკო კანონმდებლებს სამინისტროს 2017 წლის შესრულებული საქმიანობის ანგარიშის და 2018 წლის განმავლობაში დაგეგმილი საქმიანობის შესახებ ინფორმაციას აცნობს. შეხვედრის დაწყებამდე სერგეენკომ მედიასთან კომენტარი გააკეთა ოპოზიციონერ ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც, ქრონიკული დაავადებების მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამით, 2017 წელს 200 000-ის ნაცვლად, მხოლოდ 13 000-მა ადამიანმა ისარგებლა. სერგეენკოს შეფასებით, სახეზეა ციფრებით მანიპულირება. მინისტრის განმარტებით, მედიკამენტების პროგრამამ უამრავ ადამიანს შვება მოუტანა. "სადაზღვევო კომპანიები ასეთ პროგრამასთან არავითარ კავშირში არ არიან.ეს არის სახელმწიფო პროგრამა. არ მომისმენია; 200 000 და 13 000 ციფრებით მანიპულირებაა. ათასობით ადამიანმა შვება მიიღო ამ პროგრამით და ეს პროგრამა კიდევ გაფართოვდება",-განაცხადა სერგეენკომ და აქვე დასძინა, რომ ოპოზიციის და კონკრეტულად ჭიაბერაშვილის მოსაწონი შეუძლებელია, რამე გააკეთოს. "რაც შეეხება იმას, რომ ოპოზიციას, ან ჭიაბერაშვილს არ მოსწონს რამე,მისი მოსაწონი შეუძლებელია რომ გავაკეთო, თუმცა დღევანდელ შეხვედრაზე მექნება საშუალება, საზოგადოებისთვის აქტუალურ ყველა კითხვაზე ამომწურავი პასუხი გავცე",-აღნიშნა სერგეენკომ. მან ასევე ჯანდაცვის სისტემაში 2018 წლის პრიორიტეტებიც გამოყო. "პირველი პრიორიტეტი იქნება მედიკამენტებით უზრუნველყოფა, რომელზეც აუცილებლად იქნება შეჭიდული პირველადი ჯანდაცვის განვითარება. ასევე მედიკამენტების ხარისხის ახალი სისტემების იმპლემენტაცია",-განაცხადა დავით სერგეენკომ.
კოსი: საქართველოში ბოლო დროს შემუშავებული კანონმდებლობები შეშფოთებას იწვევს
საპატრიარქომ ბერ ნიკოლოზის მრევლს მცხეთაში დაკრძალვაზე უარი უთხრა
Tegeta Comfort - დაზოგე დრო და შეაკეთე ავტომობილი სერვისცენტრში ვიზიტის გარეშე
ისრაელი ადასტურებს, რომ ირანული ქსელი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენზე თავდასხმას გეგმავდა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)