05:29 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-11 13:40:21, 735 ნახვა

რეგიონი
ქვემო ხანდაკისა და ნიჩბისის სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

კასპის მუნიციპალიტეტში, ქვემო ხანდაკისა და ნიჩბისის მექანიკური სარწყავი სისტემის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ ახორციელებს.

სამუშაოების ფარგლებში მონტაჟდება რამდენიმე ტიპის მილსადენი და კეთდება წყალმიმღები ჭები. სარწყავი სისტემის რეაბილიტაციის შედეგად წყალუზრუნველყოფილი გახდება  800 ჰა მიწის ფართობი. კასპის მუნიციპალიტეტის სოფლების, ქვემო ხანდაკისა და ნიჩბისის, 1 450 ოჯახი კი ამ ფართობების სასოფლო-სამეურნეო სავარგულებად გამოყენებას შეძლებს. 

სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის ივლისის თვეში დასრულდება. 

საქართველოს მელიორაციამ ბოლო 6 წლის მანძილზე შიდა ქართლის რეგიონში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის 50 პროექტი განახორციელა. აღნიშნული ღონისძიებების შედეგად ირიგაცია მოწესრიგდა 17 137 ჰექტარ მიწის ფართობზე. დღეისთვის რეგიონში მიმდინარეობს 6 სარეაბილიტაციო პროექტი, რომელთა დასრულების შემდეგ შიდა ქართლის სოფლებში დამატებით 1 075 ჰა მიწის ფართობი მოირწყვება, წყლით უზრუნველყოფა კი 1 795 ჰა სასოფლო-სამეურნეო სავარგულზე გაუმჯობესდება.

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რესპუბლიკელებმა დაბლოკეს ირანთან ომთან დაკავშირებით ტრამპის უფლებამოსილების შეზღუდვის მცდელობა
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics