2018-02-10 13:44:37, 1788 ნახვა
კომენტარი
ჯანელიძე მუხთარლიზე: მიუღებელია, როდესაც უცხო ქვეყნის მოქალაქე პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებს
საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე თბილისიდან გატაცებული ჟურნალისტის აფგან მუხთარლის მიერ გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, მიუღებელია, როდესაც უცხო ქვეყნის მოქალაქე პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებს. ამასთან, ჯანელიძემ ხსენებულ საკითხთან დაკავშირებით ვრცელი კომენტარის გაკეთება არ ისურვა.
"ეს არის სრული აბსურდი და მიუღებელია, როდესაც უცხო ქვეყნის მოქალაქე პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებს", - დასძინა მან.
ცნობისთვის, აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა აფგან მუხთარლიმ თბილისიდან მისი გატაცების ხელშეწყობაში საქართველოს პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს ადანაშაულებს.
ავტორი: ,