19:32 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-09 17:55:17, 1745 ნახვა

კომენტარი
ბურჭულაძე: დავარწმუნეთ მოსამართლე, პროკურორი და გამომძიებელი, რომ არავითარ არაკანონიერს ადგილი არ აქვს

ფონდ "იავნანას" დამფუძნებელი პაატა ბურჭულაძე სრულ აბსურდს უწოდებს ინფორმაციას, რომ  ფონდის მიერ ოჯახებისთვის ნაყიდი სახლები უვარგისია და ამავე დროს, არაა გადაფორმებული.

ბურჭულაძის მტკიცებით, ამ საკითხზე შეკითხვა არც დაუსვამთ:

"ეს შეკითხვა არც დასმულა, რადგან ყველამ იცის, ფონდი თვითონ კიარ ირჩევდა, არამედ იმ ოჯაცის თანხმობით, სოცმუშაკის თანხმობით,იმას ნახულობდა გამგეობის და ჩვენი ფონდის წარმომადგენელი",-განაცხადა ბურჭულაძემ.

"ბევრ ოჯახს სახლი გადაფორმებული არ აქვს და ხელშეკრულება არც ითვალისწინებს, რომ კონკრეტული ვადის გასვლის შემდეგ აუცილებლად გადაუფორმდებათ",-ამ ინფორმაციაზე ბურჭულაძის პასუხი ასეთია:

"თავიდან ფონდი ოჯახს სახლს უფორმებდა გაყიდვის უფლებით.მოხდა ისე, რომ პირველმა ოჯახებმა გაყიდეს სახლები და ბავშვები ისევ დარჩნენ ქუჩაში.ამის შემდეგ შევცალეთ და 10 წლის ვადით ვუფორმებდით ოჯახს, ოღონდ გაყიდვა არ შეეძლო.შემდეგ 10 წელი გავიდა და რამოდენიმე ოჯახმა გაყიდა. ახლა გვაქვს პირობაში, რომ ოჯახს ეკუთვნის სახლი, ოღონდ სანამ ყველაზე უმცროსი ბავშვი არ გახდება სრულწლოვანი,მას გაყიდვის უფლება არ აქვს და მემგონი, ეს არის აბსოლუტურად სწორი",-აღნიშნა პაატა ბურჭულაძემ.

მან ასევე დეზინფორმაცია უწოდა გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ზოგიერთ ოჯახს, ფონდის მიერ გადაცემულ სახლში  კომუნიკაციების შეყვანის  უფლება არ აქვს, რის გამოც  დენისა  და წყლის გარეშე უწევთ ცხოვრება.

ბურჭულაძის შეფასებით, საქმე მალე დაიხურება.

"ეს საქმე არ შეიძლება რომ არ დაიხუროს მალე, რადგან არ არის არაფერი. დავარწმუნეთ ჩვენ ბატონი მოსამართლე, პროკურორი და გამომძიებელი, რომ აქ არავითარ არაკანონიერს ადგილი არ აქვს",-ამბობს ბურჭულაძე.

შეგახსენებთ, გამოძიება ფონდ "იავნანას" საქმიანობით დაინტერესდა. საქმე ეხება ფონდის მიერ ქველმოქმედებისთვის განკუთვნილი თანხების შესაძლო არამიზნობრივ ხარჯვას.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კოსი: საქართველოში ბოლო დროს შემუშავებული კანონმდებლობები შეშფოთებას იწვევს
საპატრიარქომ ბერ ნიკოლოზის მრევლს მცხეთაში დაკრძალვაზე უარი უთხრა
Tegeta Comfort - დაზოგე დრო და შეაკეთე ავტომობილი სერვისცენტრში ვიზიტის გარეშე
ისრაელი ადასტურებს, რომ ირანული ქსელი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენზე თავდასხმას გეგმავდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics