19:32 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-09 16:16:52, 1706 ნახვა

კომენტარი
ჯანელიძე: მოქალაქეებმა უნდა გაიგონ, რა რისკებთან არის დაკავშირებული არალეგალური ვიზიტები და თავშესაფრის მოთხოვნები

პირველ რიგში, ჩვენი მიზანია, ჩვენმა მოქალაქეებმა კარგად გაიგონ, რა რისკებთან არის დაკავშირებული მათი არალეგალური ვიზიტები და თავშესაფრის მოთხოვნები, რამდენად მძიმეა მათთვის ეს, როგორც ფინანსურად, ასევე - შემდგომი შედეგებიდან გამომდინარე, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ პრემიერ-მინისტრთან საგანგებო თათბირის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, მთავრობა ამ ინფორმაციას მაქსიმალურად ეფექტურად გაავრცელებს და შეეცდება, კიდევ ერთხელ, კამპანიური სახით მიაწოდოს მოსახლეობას.

„ჩვენ ძალიან დიდი ყურადღებით ვეკიდებით ჩვენი პარტნიორების წუხილს. დღევანდელ შეხვედრაზე განვიხილეთ ყველა შესაძლო ნაბიჯი, რომელიც ამ რისკებიდან დაგვაზღვევს, რომ თავშესაფრის მთხოვნელთა რაოდენობა კიდევ უფრო არ გაიზარდოს და ეს არ გახდეს ვიზალიბერალიზაციის პროცესის შეფერხების მიზეზი. ჩვენი მხრიდან გადაიდგმება ნაბიჯები, როგორც შიდა კანონმდებლობის, ასევე პარტნიორებთან თანამშრომლობის კუთხით და ქვეყნის შიგნით შესაბამისი კამპანიის წარმოების კუთხით, რომელიც დაფარავს ყველა ასპექტს. პარტნიორ ქვეყნებთან ვიმუშავებთ როგორც ცენტრალური, ასევე ადგილობრივი ხელისუფლების დონეზე, თანამშრომლობა იდევ უფრო მეტად აქტიური იქნება ორგანიზებული კრიმინალის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით. ეს თანამშრომლობა წარმატებით ვითარდება და მომავალშიც გაგრძელდება, რათა ჩვენ ორივე გამოწვევას, რომელიც უკავშირდება ერთის მხრივ ორგანიზებულ დანაშაულთან ერთობლივ ბრძოლას და მეორე - თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობის ზრდას, ჩვენს პარტნიორებთან ერთად გადადგმული ნაბიჯებით გავუმკლავდეთ", - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

ცნობისთვის, გერმანიის ერთ-ერთი მიწის, ჩრდილოეთ რეინ-ვესტფალიის მთავრობა საქართველოს მოქალაქეებისთვის დაწესებული უვიზო რეჟიმის გაუქმებას ითხოვს. აღნიშნულის მიზეზად ისინი საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობის ზრდას ასახელებენ.

ამასთან, თავშესაფრის მინიჭების ევროპული სააგენტოს (EASO) სტატისტიკის თანახმად, 2016 წელთან შედარებით ევროკავშირის წევრ ქვეყნებში თავშესაფრის მაძიებელი საქართველოს მოქალაქეების რიცხვი 35%-ით გაიზარდა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კოსი: საქართველოში ბოლო დროს შემუშავებული კანონმდებლობები შეშფოთებას იწვევს
საპატრიარქომ ბერ ნიკოლოზის მრევლს მცხეთაში დაკრძალვაზე უარი უთხრა
Tegeta Comfort - დაზოგე დრო და შეაკეთე ავტომობილი სერვისცენტრში ვიზიტის გარეშე
ისრაელი ადასტურებს, რომ ირანული ქსელი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენზე თავდასხმას გეგმავდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics