|
2018-02-09 14:04:26, 1863 ნახვა
სამართალი
მოზარდების მკვლელობის საქმეზე დღეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა სასამართლოს ექსპერტიზის დასკვნები წარუდგინეს
თბილისის საქალაქო სასამართლოში ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმის პროცესზე დაცვისა და ბრალდების მხარეებმა ექსპერტიზის დასკვნები წარადგინეს. მათ საქმეზე დართვასთან დაკავშირებით სასამართლო მომდევნო სხდომაზე იმსჯელებს. ერთ-ერთი არასრულწლოვანის ადვოკატის ტარიელ კაკაბაძის განცხადებით, დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზა განსხვავებულ გარემოებებს ადგენს. "ის განსხვავდება შინაარსობრივად იმ ექსპერტიზისგან, რომელიც წარმოადგინა ბრალდების მხარემ. მას შემდეგ, რაც სასამართლო გადაწყვეტს მტკიცებულებების დასაშვებობას,მას შემდეგ, რაც სასამართლოს წინაშე დაიკითხებიან ის ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს ჩვენი ექსპერტიზის შედგენაში, ასევე ის ექსპერტები, რომლებიც წარმოადგინა ბრალდების მხარემ სასამართლოში დასაკითხად,სასამართლომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, რომელი მხარის ექსპერტიზაა უფრო დასაბუთებული და რომელი მხარის მიერ წარმოდგენილი ექსპერტები აძლევენ ფაქტობრივად სწორ ინფორმაციას სასამართლოს", - განაცხადა კაკაბაძემ და დასძინა, რომ მათი ექსპერტიზა დანების რაოდენობის საკითხს არ ეხება. " რაც შეეხება დანების რაოდენობას, ეს გახლავთ დაცვის მხარის აზრით, ყველაზე მნიშველოვანი საკითხი.იმისათვის, რომ დადგინდეს, რამდენი ადამიანი მონაწილეობდა გარდაცვლილებისთვის ჭრილობის მიყენებაში, აუცილებელია დადგინდეს, რამდენი სხვადასხვა დანით იქნა დაზიანებები მიყენებული. სწორედ ამ უმნიშვნელოვანეს საკითხზე პასუხის გასაცემად დაცვის მხარემ დავნიშნეთ ექსპერტიზები და როცა პასუხებს მივიღებთ, ვიშუამდგომლებთ, ექსპერტიზების პასუხები საქმეს დაერთოს", - აღნიშნა კაკაბაძემ. პროკურორ ზვიად ფხაკაძის თქმით, ბრალდების მხარემ სასამართლოს წინაშე კომპიუტერული ექსპერტიზის დასკვნა წარადგინა. პრიკურორის შეფასებით, დაცვის მხარეს არჩეული აქვს ტაქტიკა, რომლის მეშვეობითაც ცდილობს, გარკვეული უზუსტობა შეიტანოს მოცემულ საქმეში და საზოგადოებაში გაავრცელოს მცდარი ინფორმაცია, თითქოსდა წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად ბრალდების მხარის მტკიცებულებები ბათილდება: " რაც არ შეესაბამება სიმართლეს, ვინაიდან ბრალდების მხარე სასამართლო სხდომაზე გამოიკვლევს უამრავ ექსპერტიზის დასკვნას, დაკითხავს მოწმეებს, ასევე წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებებს გამოიკვლევს, რის შედეგადაც ბრალდების მხარეს აქვს ერთადერთი მოლოდინი, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი იქნება გამამტყუნებელი განაჩენი.კერძოდ, რომ ბრალდებულებისთვის ბრალად წარდგენილი ქმედება დადასტურდება",-განაცხადა ზვიად ფხაკაძემ. შემდეგი პროცესი 13 თებერვალს ჩაინიშნა. შეგახსენებთ, პირველ დეკემბერს, თბილისში, ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნებს შორის ურთიერთშელაპარაკების შედეგად ორი მოზარდი მოკლეს. ერთი მათგანი საავადმყოფოში მიყვანამდე გზაში გარდაიცვალა, ხოლო მეორე მოზარდი- ინციდენტიდან მეორე დღეს დაიღუპა. მკლელობის ბრალდებით ორი არასრულწლოვანია დაპატიმრებული, 5 პირი კი, დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის პასუხისგებაში მიეცა.
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)