2018-02-09 13:19:46, 2012 ნახვა
სამართალი
თბილისში მშენებარე კორპუსიდან მუშა გადმოვარდა და გარდაიცვალა
თბილისში, ჟვანიას 10 ნომერში, მშენებარე კორპუსიდან მუშა გადმოვარდა.
როგორც "ექსპრესნიუსს" შინაგან შაქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, ინციდენტის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.
უწყების ინფორმაციით, გამოძიება სსსკ-ის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სამთო-სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების ნორმების დარღვევას გულისხმობს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. აღნიშნული მუხლი 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ავტორი: ,