09:13 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-07 19:27:59, 2255 ნახვა

სამართალი
საგამოძიებო სამსახური კომპანია „ბ​ადაგონის“ საქმეზე დამატებით განმარტებას აკეთებს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური კომპანია „ბ​ადაგონის“ საქმესთან დაკავშირებით, დამატებით განმარტებას აკეთებს.

როგორც უწყებაში  განმარტავენ,  საგამოძიებო ღონისძიებები კომპანიაში წარმოების პროცესის მიმდინარეობას ხელს არ უშლის. 

„საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს შპს „ბადაგონის“ სათაო ოფისში და არა უშუალოდ საწარმოებში. შესაბამისად, აღნიშნული საგამოძიებო ღონისძიებები ხელს არ უშლის წარმოების პროცესის მიმდინარეობას.

ამ ეტაპზე, სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში ხორციელდება კონკრეტული გარემოებების შესწავლის და დადგენისთვის საჭირო დოკუმენტების და ელექტრონული ინფორმაციის ამოღება, რასაც არავითარი კავშირი არ აქვს წარმოების შეჩერებასთან.

აქვე გვინდა განვაცხადოთ, რომ საჭიროების შემთხვევაში, საგამოძიებო სამსახური უფლებამოსილია კომპანიას მიაწოდოს ყველა ამოღებული დოკუმენტის ასლი“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

შეგახსენებთ, რომ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში 2018 წლის 18 იანვარს დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, შპს „ბადაგონის“ მიერ დიდი ოდენობით წილის მართლსაწინააღმდეგოდ მითვისების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics